ლუის ენრიკე
Aa
Aa

ენრიკე: ინდივიდუალური ჯილდოები სასიამოვნოა, მაგრამ ფანების აღიარება ყველაზე მნიშვნელოვანია

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა „ოქროს ბურთის“ ცერემონიისთვის ვიდეომიმართვა ჩაწერა.

ლუის ენრიკე წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა და France Football-ისგან იოჰან კრუიფის სახელობის ჯილდო მიიღო.

ესპანელმა სპეციალისტმა„ოქროს ბურთის“ ცერემონიაზე დასწრება „მარსელთან“ გადადებული მატჩის გამო ვერ შეძლო.

„დადგა დრო, რომ ბევრ ადამიანს მადლობა გადავუხადო. უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ოჯახს. ეს მათთვის განსაკუთრებული მომენტია. ასევე, მადლობას ვუხდი პსჟ-ს, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ კლუბს იმად აქცევს, როგორიც არის და რა თქმა უნდა, ფეხბურთელებს, რადგან მათ წარმოუდგენელი წელი გაატარეს. მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფსაც, რომელიც ყოველთვის ზრუნავს გუნდზე. განსაკუთრებული მადლობა ლუიშ კამპუშს. და ბოლოს, მცირე შეტყობინება ყველა იმ ფეხბურთელს, რომელიც დაჯილდოებას ესწრება. ინდივიდუალური ჯილდოს მოგება სასიამოვნოა თქვენთვისაც და თქვენი ოჯახისთვისაც, მაგრამ ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი ფანებისა და ყველა იმ ადამიანის აღიარებაა, ვისაც ფეხბურთი უყვარს. ყველას გილოცავთ,“ – თქვა ენრიკემ ვიდეომიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ 55 წლის ესპანელი პარიზელებს 2023 წლიდან წვრთნის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დამსახურებული ქულა ავიღეთ“ | არველაძის გუნდის სენსაცია ფენერბაჰჩესთან
„დამსახურებული ქულა ავიღეთ“ | არველაძის გუნდის სენსაცია ფენერბაჰჩესთან