ჰარი კეინი
Aa
Aa

კეინი შესაძლოა პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს - Bild

ჰარი კეინი შესაძლოა მომავალ ზაფხულს პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს. ამის შესახებ Bild-ი წერს.

ინგლისელ თავდამსხმელს „ბაიერნთან“ კონტრაქტის ამოწურვამდე ორ წელზე ნაკლები დარჩა. მას შეუძლია კლუბი ზაფხულში, 65 მილიონი ევროს გამოსასყიდის სანაცვლოდ დატოვოს, თუკი წასვლის სურვილს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე გამოთქვამს.

ბევრი მიიჩნევს, რომ ახლა, როცა ინგლისელმა „ბაიერნთან“ მნიშვნელოვანი ტიტულები მოიგო, ის უნდა დაბრუნდეს და ალან შირერის რეკორდი მოხსნას, სანამ ამის შანსი ჯერ კიდევ აქვს.

საუბარია ინგლისის პრემიერ ლიგაში გატანილი გოლების რაოდენობაზე, კეინის ანგარიშზე 213 გოლია, შირერი კი 260 გოლით, ამ დრომდე ლიგის საუკეთესო ბომბარდირად რჩება.

შეგახსენებთ, რომ ჰარიმ „ტოტენჰემი“ 2023 წელს დატოვა, სადაც მან 14 წელი გაატარა. ადრე ფორვარდის მიმართ ინტერესს იჩენდნენ „მანჩესტერ სიტი“, „არსენალი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“.

გეტყვით ასევე, რომ კეინმა მიმდინარე სეზონში 7 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 3 ასისტი მიითვალა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 75 მილიონ ევროს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დამსახურებული ქულა ავიღეთ“ | არველაძის გუნდის სენსაცია ფენერბაჰჩესთან
„დამსახურებული ქულა ავიღეთ“ | არველაძის გუნდის სენსაცია ფენერბაჰჩესთან