ხოსე ბორდალასი, ფერან ტორესი
Aa
Aa

ფერან ტორესის კრიტიკა და ბორდალასის პასუხი | ბარსა-ხეტაფეს კონფლიქტი

ესპანეთის ლა ლიგის მეხუთე ტურში „ბარსელონა“ „ხეტაფეს“ დაუპირისპირდა. „ბლაუგრანამ“ დამაჯერებლად მოიგო – 3:0. კატალონიელთა მხრიდან დუბლით ფერან ტორესი გამოირჩა, ერთი გოლი კი დანი ოლმომ გაიტანა.

მატჩის შემდეგ ფერანმა „ხეტაფე“ გააკრიტიკა: „ვიცოდით, რომ რთული შეხვედრა იქნებოდა. სათამაშო კუთხით, „ხეტაფეს“ არაფერი შემოუთავაზებია – უბრალოდ ცდილობდნენ, რაც შეიძლება მეტი ჯარიმა აეღოთ, თუმცა ამას კარგად გავუმკლავდით.“

ტორესის კრიტიკას „ხეტაფეს“ მთავარი მწვრთნელი, ხოსე ბორდალასი გამოეხმაურა:
„ძალიან ოპორტუნისტული მოსაზრებაა, რადგან „ხეტაფესა“ და „ბარსელონას“ შორის სხვაობა ერთ მილიარდ ევროს უტოლდება. „ბარსელონას“ თითოეულ პოზიციაზე ორი მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავს. ასეთი განცხადებები უპატივცემულობაა.“

ცნობისთვის, „ბარსასთან“ მატჩში „ხეტაფე“ 16-ჯერ დაჯარიმდა და ოთხი ყვითელი ბარათი მიიღო. სტუმრებმა „ბლაუგრანას“ კარის მიმართულებით მხოლოდ სამჯერ დაარტყეს და ბურთის ფლობის გრაფაში 29 პროცენტი დააფიქსირეს.

„ხეტაფესთან“ გამარჯვების შემდეგ „ბარსელონას“ 13 ქულა აქვს და მეორე პოზიციაზე იმყოფება. კატალონიელები ლიდერ „რეალს“ ჩამორჩებიან, რომელმაც 5-დან ყველა მატჩი მოიგო. ჰანსი ფლიკის გუნდი მომდევნო შეხვედრას „რეალ ოვიედოს“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპორტინგის მწვრთნელი ქოჩორაშვილზე: „მისი ადაპტაცია მარტივი არ ყოფილა, კიდევ ცოტა დრო სჭირდება“
სპორტინგის მწვრთნელი ქოჩორაშვილზე: „მისი ადაპტაცია მარტივი არ ყოფილა, კიდევ ცოტა დრო სჭირდება“