რობერტო დე ძერბი
Aa
Aa

„სამარცხვინო გადაწყვეტილება იყო“ - დე ძერბი მბაპეს პენალტზე

„მარსელმა“ ჩემპიონთა ლიგის ფაზის პირველ ტურში „რეალთან“ 1:2 წააგო. ორივე გოლი მადრიდელებმა თერთმეტმეტრიანით გაიტანეს. ორივეჯერ კილიან მბაპემ. გადამწყვეტი პენალტი 79-ე წუთზე დაინიშნა, როცა ბურთი ვარდნის შესრულებისას ფაკუნდო მედინას ხელზე მოხვდა.

„მარსელის“ მთავარი მწვრთნელი რობერტო დე ძერბი, „რეალთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩში დანიშნულ მეორე პენალტზე აღშფოთებული საუბრობს და ამბობს, რომ ეს სირცხვილია.

„ეს სამარცხვინო პენალტი იყო. ამ მომენტში წესების დარღვევა საერთოდ არ ყოფილა. იგივეს ვიტყოდი, რომ ასეთი პენალტი თუნდაც ჩვენს სასარგებლოდ დაენიშნათ. ჩემთვის ეს პენალტი არაა - არც ბერნაბეუზე, არც ველოდრომზე, არც სოსიედადთან - არსად და არასდროს.

არანაირი მეორე აზრი ან პროვოკაციის სურვილი არ მაქვს. უბრალოდ ვამბობ – პენალტი არ იყო. წერტილი“.

- განაცხადა „მარსელის“ მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დე ძერბიმ.

აქვე გეტყვით, რომ მადრიდელებმა შეხვედრის მოგება 10 კაცით შეძლეს. 72-ე წუთზე „რეალს“ დანი კარვახალი გაუგდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები