„საუკეთესო კიდევ დიდხანს იქნება“ - მენდიეტა მესის ვერავის ადარებს
გაისკა მენდიეტა იმ ფეხბურთელთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც კარიერის დასრულების შემდეგაც ხშირად ხვდებიან საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ლეგენდარული ესპანელი ნახევარმცველი არცთუ იშვიათად იღებს მონაწილეობას საქველმოქმედო ამხანაგურ მატჩებში და პარალელურად, არც სპორტული მედიის წარმომადგენლებს ეუბნება უარს ინტერვიუების მიცემაზე. ერთ-ერთი ასეთი საუბრის დროს, მენდიეტას ჰკითხეს თუ ვის თვლის ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად, რაზეც მისგან ასეთი პასუხი მიიღეს:
„პლანეტის საუკეთესო მოთამაშედ ჯერჯერობით ისევ ლიონელ მესი რჩება. არ არსებობს ფეხბურთელი, რომელიც მის დონეზე დგას. ფაქტია, რომ „ელ მონგოლიკო“ „ბარსელონაში“ სულ სხვა სიმაღლეზე იყო, ვიდრე „ინტერ მაიამიშია“, თუმცა ლეო წარმოადგენს ფეხბურთს, ნიჭს, უნარსა და სილამაზეს. კიდევ დიდი დრო გავა და არგენტინელის შემცვლელი არ გამოჩნდება, რადგან ის ნამდვილი გენიოსია“.
გაისკა მენდიეტამ კარიერის მანძილზე „ვალენსიასთან“ ერთად თითოჯერ ესპანეთის სამეფო თასი, ქვეყნის სუპერთასი და ინტერტოტოს თასი, ხოლო „მიდლსბროს“ რიგებში ინგლისის ლიგის თასი მოიგო.