„მიზნისკენ დღითი დღე მივდივარ“- მიიღებს თუ არა მესი მონაწილეობას მუნდიალში
ლიონელ მესის ჯერ არ გადაუწყეტია, მიიღებს თუ არა მონაწილეობას 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატში.
არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა ვენესუელასთან მატჩში დუბლი შეასრულა.
„შთაგონებული და მოტივირებული ვარ, რომ ვითამაშო. ყოველთვის ვამბობ, რომ მიზნისკენ დღითი დღე მივდივარ და შეგრძნებებით ვხელმძღვანელობ. ვცდილობ, თავს კარგად ვგრძნობდე და პირველ რიგში, საკუთარ თავთან ვიყო მართალი. როდესაც თავს კარგად ვგრძნობ, ეს მომწონს, როცა არა, სიამოვნებას არ ვიღებ და ვამჯობინებ ნაკრებს არ შევუერთდე, როდესაც თავს ცუდად ვგრძნობ. ვნახოთ, ჯერ კიდევ არ მიმიღია გადაწყვეტილება უშუალოდ მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ. ამ სეზონს დავასრულებ და მერე ვნახოთ, თავს როგორ ვიგრძნობ. იმედი მაქვს, სეზონს კარგად დავასრულებ, შემდეგ სეზონის წინა პერიოდსაც კარგად ჩავატარებ და ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვტილებას“, - თქვა ლეომ.
შეგახსენებთ, რომ მესიმ კარიერაში 878-ე და 879-ე გოლები გაიტანა. არგენტინელს სულ 1120 მატჩი აქვს ჩატარებული. ამასთან, მის ანგარიშზე 389 შედეგიანი გადაცემაა.
ნაკრების შემადგენლობაში მესის ანგარიშზე 194 მატჩია, საიდანაც 114 გოლი აქვს გატანილი.
გეტყვით ასევე, რომ არგენტინა 38 ქულით პირველ ადგილზეა და ბოლო ტურში ეკვადორს სტუმრად დაუპირისპირდება.