ლიონელ მესი
Aa
Aa

მესის დუბლი - არგენტინამ ვენესუელა გაანადგურა

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-17 ტურში, არგენტინის ნაკრები ვენესუელის დაუპირისპირდა და 3:0 გაანადგურა. თამაში ბუენოს-აირესში გაიმართა.

შეხვედრაში ანგარიში 39-ე წუთზე არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ გახსნა.

76-ე წუთზე, ლაუტარო მარტინესმა საკუთარი გუნდის უპირატესობა გააორმაგა, მე-80 წუთზე კი მესიმა დუბლი შეასრულა.

ამრიგად, ლეომ კარიერაში 878-ე და 879-ე გოლები გაიტანა. არგენტინელს სულ 1120 მატჩი აქვს ჩატარებული. ამასთან, მის ანგარიშზე 389 შედეგიანი გადაცემაა.

ნაკრების შემადგენლობაში მესის ანგარიშზე 194 მატჩია, საიდანაც 114 გოლი აქვს გატანილი.

შეგახსენებთ, რომ არგენტინა 38 ქულით პირველ ადგილზეა და ბოლო ტურში ეკვადორს სტუმრად დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სუარესმა სიეტლის წარმომადგენელს შეაფურთხა | ინტერ მაიამის მარცხი ფინალში
სუარესმა სიეტლის წარმომადგენელს შეაფურთხა | ინტერ მაიამის მარცხი ფინალში