ზურიკო დავითაშვილი, ანრი მექვაბიშვილი
Aa
Aa

„თურქეთს განსაკუთრებული არაფერი შეუქმნია“ | მექვაბიშვილისა და ზურიკოს კომენტარები

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი მარცხით დაიწყო და თურქეთთან 2:3 წააგო. შეხვედრის შემდეგ ანზორ მექვაბიშვილმა და ზურიკო დავითაშვილმა კომენტარები გააკეთეს და მატჩი შეაფასეს.

„დასანანი მარცხი განვიცადეთ. მატჩი ცუდად დავიწყეთ. თურქებმა ჩვენი შეცდომებით ისარგებლეს და გოლები გაგვიტანეს. ეს ყველაფერი გამოსასწორებელი გვაქვს. რაც შეეხება ჩემს თამაშს, შეიძლება გარედან სხვანაირად ჩანდა, მაგრამ ჩემი გამოსვლით კმაყოფილი არ ვარ, რადგან ბოლო წუთზე გოლის გატანა და ქულის გადარჩენა შემეძლო. სამწუხაროა, რომ ვერ მოვიგეთ და დავმარცხდით“, - თქვა დავითაშვილმა.

„პირველი ტაიმი უკეთესად უნდა დაგვეწყო. ჩვენი სტარტით ყველა იმედგაცრუებულია და მათ შორის ვართ ფეხბურთელებიც. ვფიქრობ, მეტი კონცენტრაცია და მარტივად თამაში გვმართებდა. თურქეთს განსაკუთრებული არაფერი შეუქმნია და ჩვენი შეცდომებით მივიღეთ გოლები. სწორედ ეს იყო გადამწყვეტი. არ გვინდოდა, ქომაგები იმედგაცრუებული გაგვეშვა. ვეცადეთ, თამაში გადაგვერჩინა და სამწუხაროა, რომ ეს არ გამოგვივიდა“, - აღნიშნა მექვაბიშვილმა.

 შეგახსენებთ, რომ 7 სექტემბერს, ჩვენი გუნდის მეტოქე ბულგარეთი იქნება. მეორე მატჩი ასევე თბილისში, დინამო არენაზე გაიმართება. ბულგარეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება 17:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ველოდებოდით, რომ საქართველო სხვანაირად ითამაშებდა“ | რა თქვა ჰაკან ჩალჰანოღლუმ
„ველოდებოდით, რომ საქართველო სხვანაირად ითამაშებდა“ | რა თქვა ჰაკან ჩალჰანოღლუმ