ჰამბურგი, გიორგი გოჩოლეიშვილი
Aa
Aa

„გოჩოლეიშვილის გარეშე ჰამბურგმა ყველა მატჩი წააგო“ - გერმანული მედია

გერმანული გამოცემა Nur Die Raute „ჰამბურგის“ ქართველი განაპირა მცველის, გიორგი გოჩოლეიშვილის შესახებ სტატიას აქვეყნებს. სტატიის ავტორი ფილიპ ოვერჰოფი წერს, რომ გოჩოლეიშვილმა გუნდში ადაპტაცია სწრაფად გაიარა და „ჰამბურგის“ წარმატებაში დიდი წვლილი შეაქვს.

„გოჩოლეიშვილის არყოფნაში „ჰამბურგს“ ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ჯერ ქულა არ მოუპოვებია. 2 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება გოჩოლეიშვილთან ერთად და 3-დან 3 წაგება მის გარეშე. სტატისტიკა არ ტყუის: ბუნდესლიგის ხუთ შეხვედრაში, როდესაც გოჩოლეიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო, „ჰამბურგმა“ 8 ქულა მოაგროვა.

24 წლის მცველი „ფოლკსპარკზე“ იჯარით, „შახტარიდან“ გადავიდა და ადაპტაცია იმაზე უფრო სწრაფად გაიარა, ვიდრე ამას ბევრი ელოდებოდა. დინამიზმით, ართმევის აგრესიული სტილითა და სათამაშო კლასით გოჩოლეიშვილი „ჰამბურგის“ თამაშს მატებს იმას, რაც გუნდს გასულ სეზონში აკლდა.

„ჰამბურგის“ მთავარი მწვრთნელი მერლინ პოლცინი აფასებს იმ ბალანსს, რომელიც ქართველის ტრანსფერმა მოიტანა. მიმდინარე სეზონში არაერთხელ გამოჩნდა, როგორ შეუძლია გოჩოლეიშვილს გუნდის შეტევის გამოცოცხლება თავისი სპრინტებითა და ზუსტი პასებით.

გარდა ამისა, როდესაც გოჩოლეიშვილი თამაშობს, „ჰამბურგი“ დაცვაში უფრო კომპაქტურად და სტაბილურად მოქმედებს. რა თქმა უნდა, მის არყოფნაში გუნდი „ბაიერნთან“ და „ლაიფციგთან“ დამარცხდა, სადაც „ჰამბურგი“ ფავორიტად არც ითვლებოდა, მაგრამ ეს გარემოება ახალწვეულის მნიშვნელობას ვერ დააკნინებს“.

აქვე გეტყვით, რომ 9 ტურის შემდეგ „ჰამბურგი“ 8 ქულით ბუნდესლიგის მე-13 ადგილზეა. მომდევნო მატჩს გოჩოლეიშვილის გუნდი 8 ნოემბერს შინ „დორტმუნდის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პოზიციას სწორად არჩევდა, ბელინგემს კარგი ბურთი აუღო“ | ინგლისური პრესის შეფასება
„პოზიციას სწორად არჩევდა, ბელინგემს კარგი ბურთი აუღო“ | ინგლისური პრესის შეფასება