„ჩემი ოცნება ახდა“ - ტაბატაძე ნაკრებში გამოძახებაზე
„კადისის“ შემტევმა, იური ტაბატაძემ ეროვნულ ნაკრებში გამოძახებასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა.
ქართველი ფეხბურთელის თქმით, ის ამ ფაქტით აღფრთოვანებულია.
„ჩემი ოცნება ახდა, რადგან შენი ქვეყნისთვის თამაში უმაღლესი დონეა - ეს ყველა მოთამაშის ოცნებაა. განსაკუთრებით ესპანეთის წინააღმდეგ თამაშია ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შემიძლია საკუთარი თავი ლა ლიგის ფეხბურთელებთან გამოვცადო. ჩემთვის პატივია ნაკრებში თამაში. ეს ნიშნავს სულით თამაშს და ყველა ბურთისთვის ბრძოლას. ყველა სიტუაციის გამოყენებას იმისთვის, რომ შენი ხალხი გააბედნიერო. დიახ, ეს განსაკუთრებული მოვლენაა, რადგან ჩემი და „კადისის“ შემდეგი ნაბიჯი ლა ლიგაში თამაშია. ამგვარად, შემიძლია გამოვცადო საკუთარი თავი ლა ლიგის მოთამაშეების წინააღმდეგ, რათა დავინახო ჩემი შესაძლებლობები“, - თქვა ტაბატაძემ ვიდეოში, რომელსაც ესპანური კლუბი ავრცელებს.
????️ Las primeras palabras de Iuri tras su convocatoria ????????
— Cádiz Club de Fútbol (@Cadiz_CF) November 6, 2025
????️ No te pierdas la ???????????????????????????????????????? ???????????????????????????????????? pic.twitter.com/AfBib2Utzo
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 15 და 18 ნოემბერს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით ორ შეხვედრას, თბილისსა და სოფიაში გამართავს.
ვილი სანიოლმა ესპანეთთან და ბულგარეთთან მატჩებისთვის 25 ფეხბურთელი გამოიძახა. ორმა ფეხბურთელმა სანაკრებო გამოძახება პირველად მიიღო. მათ შორის ერთ-ერთი სწორედ 25 წლის იური ტაბატაძეა.
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები მატჩებისთვის მოსამზადებელ ეტაპს 10 ნოემბერს, თბილისში დაიწყებს.