გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი ზარია
Aa
Aa

ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები | ქართველთა პოზიციები Goal-ისა და Opta-ს რეიტინგებში

ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის მეოთხე ტურის დასრულების შემდეგ Goal-მა და Opta-მ ტურნირის ფავორიტების რეიტინგი განაახლეს. Goal-ის ვერსიით, ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ პირველ ადგილზე იმყოფებოდა, მაგრამ „ბაიერნთან“ წაგების შემდეგ მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა. „რეკორდმაისტერი“ პირველ ადგილს იკავებს, ხოლო მეორე პოზიციაზე კვლავინდებურად „არსენალია“.

გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულმა“ „რეალი“ დაამარცხა და მეოთხე ადგილზე დაწინაურდა. „პაფოსთან“ მარცხის შემდეგ რეგრესი აქვს გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალს“, რომელიც Goal-ის რეიტინგში 26-ე პოზიციაზეა.

გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგი“ ტოპ-15-იდან ამოვარდა და მე-16 ადგილზე გადავიდა, ხოლო გიორგი ზარიას „ქაირათი“ Goal-ს ყველაზე სუსტ გუნდად აღარ მიაჩნია. „ქაირათი“ 33-ე პოზიციაზეა და „ბენფიკას“, „კოპენჰაგენსა“ და „აიაქსს“ უსწრებს.

რაც შეეხება Opta-ს პროგნოზს, სტატისტიკური პორტალის ფავორიტი კვლავინდებურად „არსენალია“ — ჩემპიონობის 23.53-პროცენტიანი შანსით. „ბაიერნი“ და „სიტი“ მეორე და მესამე ადგილებზე იმყოფებიან, ხოლო „ლივერპული“ მეოთხეა — 11.72%. მამარდაშვილის გუნდს „კვარას“ პსჟ მოჰყვება — 10.22%.

Opta-ს მიხედვით, გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ 30-ე ადგილზეა და ვარაუდობს, რომ „ყვითელი წყალქვეშა ნავი“ პლეიოფში ვერ გავა. „სპორტინგი“ მე-16 ადგილზეა, ხოლო „ქაირათი“ Opta-ს შეფასებით, ყველაზე სუსტ მონაწილედ რჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გოჩოლეიშვილის გარეშე ჰამბურგმა ყველა მატჩი წააგო“ - გერმანული მედია
„გოჩოლეიშვილის გარეშე ჰამბურგმა ყველა მატჩი წააგო“ - გერმანული მედია