დე როსიმ „ჯენოა“ ჩაიბარა
„ჯენოამ“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე, დანიელე დე როსის დანიშვნის შესახებ გამოაცხადა.
მანამდე იტალიურმა კლუბმა პატრიკ ვიეირა დაითხოვა, რომლის გადადგომის შემდეგ გუნდს დროებით დომენიკო კრიშიტო ხელმძღვანელობდა.
შეგახსენებთ, რომ დე როსის სამწვრთნელო კარიერაში ბოლო კლუბი „რომა“ იყო, რომელსაც ის 2024 წლის იანვრიდან სექტემბრამდე ავარჯიშებდა.
ცნობისთვის, ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, „ჯენოა“ პირველ მატჩს „ფიორენტინას“ წინააღმდეგ გამართავს - თამაში 9 ნოემბერს გაიმართება.
10 ტურის შემდეგ, გუნდს 6 ქულა აქვს და სერია A-ს სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილს იკავებს.