„ვარსკვლავური შემადგენლობა სასწაულის მოსახდენად“ | Marca საქართველოს ნაკრებზე
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ბულგარეთთან და ესპანეთთან მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. „ჯვაროსნების“ განაცხადი ესპანურ პრესას უყურადღებოდ არ დაუტოვებია და Marca-მ ჩვენს გუნდზე დაწერა.
საქართველოს ნაკრები ვარსკვლავური შემადგენლობით იქნება და ესპანეთის წინააღმდეგ სასწაულის მოხდენას შეეცდება
„ვილი სანიოლმა 25-კაციანი განაცხადი დაასახელა. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი 15 ნოემბერს, თბილისში გაიმართება და სატურნირო კუთხით, მნიშვნელოვანი თამაში იქნება.
გამოძახებულთა შორის დიდი ვარსკვლავებიც არიან, რომლებიც მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატებში თამაშობენ: კვარა, მამარდაშვილი და მიქაუტაძე, რომლებიც პარი სენ-ჟერმენს, ლივერპულსა და ვილიარეალს წარმოადგენენ. ჯვაროსნების რიგებში ასევე არიან სპორტინგის ფეხბურთელი, გიორგი ქოჩორაშვილი, უდინეზეს მცველი, საბა გოგლიჩიძე და ჰამბურგის წარმომადგენელი, გიორგი გოჩოლეიშვილი.
ქართველები ლუის დე ლა ფუენტეს გუნდს შეხვდებიან და სასწაულის მოხდენას შეეცდებიან. მათთვის საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა ურთულესი იქნება, რადგან ერთი მოგება და სამი წაგება აქვთ. საქართველოს ორი დიდი გამარჯვება ესაჭიროება და თურქეთიც უქულოდ უნდა დარჩეს“, - წერს Marca.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 15 და 18 ნოემბერს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით ორ შეხვედრას თბილისსა და სოფიაში გამართავს. ესპანეთთან მატჩი 21:00-ზე დაიწყება, ბულგარეთთან - 23:45-ზე.