მაიამი ჰიტი, დენვერ ნაგეთსი, ნიკოლა იოკიჩი, რასელ უესტბრუკი
Aa
Aa

მორიგი სამმაგი დუბლი - იოკიჩი ისტორიის წერას აგრძელებს

NBA-ის მორიგი ტურის ფარგლებში „დენვერმა“ „მაიამის“ უმასპინძლა და 122:112 იმარჯვა. მატჩის MVP „ნაგეთსის“ სერბი ლიდერი ნიკოლა იოკიჩი გახდა, რომელმაც 36:35 წუთში 33 ქულა, 15 მოხსნა და 16 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. აარონ გორდონმა 24 ქულა, 6 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, ხოლო „ჰიტის“ რიგებში ყველაზე შედეგიანები ნორმან პაუელი (23 ქულა) და ენდრიუ უიგინსი (22 ქულა) იყვნენ.

იოკიჩმა 5-დან 2 სამქულიანი და 13-დან 10 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო 8 საჯარიმო სროლიდან მხოლოდ 1 გააცუდა. ამგვარად, სერბმა სეზონში მეხუთე, ხოლო NBA-ის კარიერაში 190-ე სამმაგი დუბლი გაიფორმა (169 რეგულარულში და 21 პლეიოფში). ამ მაჩვენებლით იოკიჩმა ლეგენდარულ ოსკარ რობერტსონს გადაუსწრო (181+8) და მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

იოკიჩის სამმაგი დუბლი

ამ დროისთვის იოკიჩზე წინ მხოლოდ რასელ უესტბრუკია, რომელიც რამდენიმე კვირის წინ თავისუფალი აგენტის სტატუსით „საკრამენტოს“ შეუერთდა და ახალ გუნდში პირველი სამმაგი დუბლი ასევე დღეს „გოლდენ სტეიტთან“ მოგებულ მატჩში გაიფორმა (23 ქულა, 16 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა). სულ უესტბრუკის ანგარიშზე 216 სამმაგი დუბლია (204+12).

მიმდინარე სეზონში „დენვერს“ 5 მოგება და 2 წაგება აქვს. იოკიჩის გუნდი დასავლეთ კონფერენციის მე-4 ადგილზეა და მომდევნო მატჩს 8 ნოემბერს შინ „გოლდენ სტეიტის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყოველ ჯერზე უნდა დავამტკიცო, რომ თამაშს ვიმსახურებ“ - მამუკელაშვილი
„ყოველ ჯერზე უნდა დავამტკიცო, რომ თამაშს ვიმსახურებ“ - მამუკელაშვილი