აიაქსმა მთავარი მწვრთნელი დაითხოვა
„აიაქსმა“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჯონ ჰეიტინგა გაათავისუფლა. მაისში 41 წლის სპეციალისტთან კონტრაქტი 2027 წლამდე გაფორმდა.
ჰეიტინგასთან ერთად, კლუბი მისმა ასისტენტმა, მარსელ კაიზერმაც, დატოვა. „აიაქსმა“ უკვე დაიწყო ახალი მთავარი მწვრთნელის ძებნა, მანამდე კი მის მოვალეობას დროებით ფრედ გრიმი შეასრულებს.
შეგახსენებთ, რომ ჰეიტინგას ხელმძღვანელობით „აიაქსმა“ ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპზე ოთხივე მატჩი წააგო – „ინტერთან“ (0:2), „მარსელთან“ (0:4), „ჩელსისთან“ (1:5) და „გალათასარაისთან“ (0:3).
რაც შეეხება ნიდერლანდების ჩემპიონატს, კლუბი ამჟამად მე-4 ადგილს იკავებს და 11 ტურის შემდეგ, 20 ქულა აქვს აქტივში.