ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, არდა გიულერი
Aa
Aa

„ფრთხილად და ყურადღებით უნდა ვიყოთ“ - თურქული მედია საქართველოს ნაკრებზე

დღეს, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველ შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გუნდის მეტოქე თურქეთის ეროვნული ნაკრები იქნება.

ამ მატჩს დიდი მოლოდინებით ხვდებიან ჩვენი მეზობლებიც. ცნობილი თურქული გამოცემა, Spor Arena საქართველოსა და თურქეთის დაპირისპირებას სპეციალურ სტატიას უძღვნის, რომელშიც საქართველოს ნაკრების ძლიერ მხარეებზე არის ყურადღება გამახვილებული.

რა წერია Spor Arena-ს სტატიაში:

ჩვენი დღევანდელი მეტოქე - საქართველო ანგარიშგასაწევი გუნდია და ყურადღება აუცილებლად უნდა მივაქციოთ. ეს არის 200 მილიონი ევროს ღირებულების გუნდი, რომელშიც 22 ფეხბურთელი საზღვარგარეთ თამაშობს. მათი ყველაზე ღირებული მოთამაშე პსჟ-ის ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელსაც პარიზთან 90 მილიონ ევროიანი კონტრაქტი აქვს. სხვა მოთამაშეები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიექცეს, „ლივერპულის“ მეკარე, გიორგი მამარდაშვილი, თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე, რომელიც ახლახან „ვილიარეალში“ 31 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და „სენტ-ეტიენის“ შემტევი, ზურიკო დავითაშვილი არიან. საქართველოს ნაკრები ძირითადად პრესინგზე თამაშობს და პასების გოლებად გარდაქმნაზეა ორიენტირებული. თავი უნდა დავიცვათ საქართველოს პრესინგისგან, ყურადღებით უნდა ვიყოთ მათი კონტრშეტევების დროს და განსაკუთრებით ფრთხილად ვიყოთ დაცვაში ბურთის გათამაშებისგან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და თურქეთის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება დღეს, „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ მსოფლიოზე გასვლა გვინდა, თურქეთს და ბულგარეთს უნდა მოვუგოთ“ - კაშიას და სანიოლის პრესკონფერენცია
„თუ მსოფლიოზე გასვლა გვინდა, თურქეთს და ბულგარეთს უნდა მოვუგოთ“ - კაშიას და სანიოლის პრესკონფერენცია