ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„მეტოქედ მას ავირჩევდი“ - ვოლკანოვსკიმ საოცნებო ჩხუბი დაასახელა

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა და ილია თოფურიას ყოფილმა მეტოქემ, ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ თავისი საოცნებო ჩხუბი დაასახელა.

ავსტრალიელი მებრძოლის თქმით, ის მეტოქედ კონორ მაკგრეგორს აირჩევდა.

„ბევრი იტყვის, რომ კონორი ყველაზე აშკარა და მოსაწყენი პასუხია, მაგრამ ის ქვემსუბუქ წონაში იმ ეპოქაში ჩხუბობდა, როდესაც სუპერვარსკვლავი იყო. შენ უბრალოდ განსაკუთრებულ სტატუსს იღებ იმით, რომ უბრალოდ მასთან ერთად გალიაში შედიხარ. უნდა გამოიყენო ასეთი შესაძლებლობები - ეს ყველაზე მოკლე გზაა, რომ შეგამჩნიონ. ის კარგი, უფრო სწორად შესანიშნავი მებრძოლი იყო. მას ჰქონდა დაუჯერებელი სიზუსტე და დროსაც კი უსწრებდა წინ. ვფიქრობ, ხალხი მას საკმარისად არ აფასებს“, - თქვა ვოლკანოვსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრისა და ილია თოფურიას საჩემპიონო ჩხუბი, 2024 წლის 18 თებერვალს გაიმართა და „მატადორმა“ მეორე რაუნდში, ნოკაუტით გაიმარჯვა.

გეტყვით ასევე, რომ „ვოლკმა“ ბოლოს 13 აპრილს, UFC 314-ზე იჩხუბა, ბრაზილიელი დიეგო ლოპესი დაამარცხა და ვაკანტურ ქამარს დაეუფლა.

რაც შეეხება მის მომდევნო მეტოქეს, ის სავარაუდოდ ლერონ მერფი იქნება. თუმცა ეს ჩხუბი ოფიციალურად ჯერჯერობით არ გამოცხადებულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გვაბრძოლეთ მოხუცები ქამრისთვის“ - სტერლინგს ვოლკანოვსკისთან შეხვედრა სურს
„გვაბრძოლეთ მოხუცები ქამრისთვის“ - სტერლინგს ვოლკანოვსკისთან შეხვედრა სურს