ილია თოფურია, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„არ უნდა მიმეღო ეს ბრძოლა, ასე არასდროს გავთიშულვარ“ - ვოლკანოვსკი ილიაზე

ალექსანდრ ვოლკანოვსკი ნანობს, რომ თავის დროზე ილია თოფურიასთან ბრძოლას დათანხმდა და „ელ მატადორთან“ დაპირისპირება ცოტა მოგვიანებით არ დაგეგმა.

„ვფიქრობდი, რომ ზედმეტად ადრე მივიღე შემოთავაზება და თოფურიასთან ბრძოლას დავთანხმდი. ეს ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო. ცოტა მეტი დრო მჭირდებოდა მოსამზადებლად.

ასე არასდროს გავთიშულვარ, რაც ილიას წინააღმდეგ მომივიდა. ერთი სუფთა დარტყმა და რამდენიმე წუთით გავითიშე,“

– თქვა UFC-ის ავსტრალიელმა ჩემპიონმა.

UFC-ის ნახევრადმსუბუქ წონაში ვოლკანოვსკის მომდევნო მეტოქე ლერონ მერფი იქნება, რომელიც ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა ბრიტანელი მებრძოლი ამას თავად ადასტურებს.

„ეს იქნება დეკემბერში. ვოლკს სურს ბრძოლა დეკემბერში, ასე რომ ყველაფერი ლას-ვეგასში გაიმართება. უახლოეს კვირებში ზარს ველოდები, რათა ბრძოლა საბოლოოდ დადასტურდეს და მაშინ უკვე მოსამზადებელ კემპს დავგეგმავ“.

- ამბობს მერფი.

6 დეკემბერს ლას-ვეგასში UFC 323 ჩატარდება, რომელიც UFC-ში მიმდინარე წლის ბოლო მასშტაბური ღონისძიება იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები