მარცხი ორ სეტში | ბასილაშვილმა ინდიან უელსის კვალიფიკაცია ვერ გაიარა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის კვალიფიკაციის ფინალში კრისტოფერ ო'კონელთან (127) ორ სეტში დამარცხდა - ძირითად ბადეში სწორედ ავსტრალიელი ითამაშებს.
პირველ სეტში ბასილაშვილმა თავის ჩაწოდებაზე მხოლოდ ერთი გეიმი დათმო და 4:6 დამარცხდა, მეორე სეტიც ანალოგიური სცენარით განვითარდა: ო'კონელმა ბასილაშვილს მისივე ჩაწოდებაზე გეიმი აუღო და 6:4 გაიმარჯვა.
შეგახსენებთ, რომ კვალიფიკაციის ნახევარფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა სამ სეტში კოლუმბიელი ნიკოლას მეხია დაამარცხა.
ინდიან უელსის პირველ წრეში ავსტრალიელი ჩოგბურთელი უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩს დაუპირისპირდება, მეორე წრეში გასვლის შემთხვევაში კი ლორენცო მუზეტის შეხვდება.