რამაზ ზოიძე
Aa
Aa

მძიმე ბრძოლაში დამარცხდა | ზოიძის ვერცხლის მედალი ევროპის ჩემპიონატზე

ტირანაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის, რამაზ ზოიძე ( 77 კგ.) ფინალში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს, სომეხ მალხაზ ამოიანს დაუპირისპირდა. საკმაოდ დაძაბული შეხვედრა გამოვიდა, თუმცა მცირე უპირატესობას სომეხი სპორტსმენი ფლობდა და საბოლოოდ კარიერაში მეხუთედ ევროპის ჩემპიონი გახდა.

ევროპის ჩემპიონატის ფინალში ზოიძისა და ამოიანის დაპირისპირება გასულ წელსაც შედგა, ის შეხვედრაც ამოიანის გამარჯვებით დასრულდა.

რაც შეეხება ზოიძის ფინალამდე განვლილ გზას, კვალიფიკაციის პირველ შეხვედრაში ესპანელი მარკოს სანჩეს სილვა მეხიასი 8:2 დაამარცხა. მერვედფინალში ზოიძემ ხორვატ ანტონიო კამენიაშევიჩს 9:3 მოუგო, მეოთხედფინალში სერბი ალეკსა ილიჩი 5:2 დაამარცხა. ქართველი ფალავანი ნახევარფინალში უნგრელ რობერტ ატილა ფრიტჩს დაუპირისპირდა და პირველივე პერიოდში, ორი მოგვერდით ვადაზე ადრე მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვერცხლის მედალი ევროპის ჩემპიონატზე | ლოლუას დასანანი მარცხი ფინალში
ვერცხლის მედალი ევროპის ჩემპიონატზე | ლოლუას დასანანი მარცხი ფინალში