„ხელში ამიყვანა და შურისძიება მინდა“ | სეხუდომ დვალიშვილზე ისაუბრა
ჰენრი სეხუდო ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ის ეგიდით მერაბ დვალიშვილს დაუპირისპირდება. „ტრიპელ სიმ“ MMA Junkie-ს ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ „მანქანასთან“ შურისძიებას გეგმავს.
„რა თქმა უნდა, შურისძიება მინდა. სანახაობა და გართობა არ მაინტერესებს, რევანში უნდა ავიღო. UFC-ში გამართული ჩხუბისას დვალიშვილმა ხელში ამიყვანა და მინდა, იგივე გავუკეთო. მერაბი მომწონს, ნამდვილი შოუმენია და იცის, რის გაკეთებაა საჭირო. როდესაც მითხრეს, რომ დვალიშვილთან აფორმებდნენ კონტრაქტს, მასთან შეხვედრა მოვითხოვე.
ყოველთვის მინდოდა, მერაბთან ბოლომდე ჯანმრთელსა და კარიერის პიკში მყოფს მეჩხუბა. ახლა მომეცა შანსი, ვიჭიდავო და ვაჩვენო, რაც შემიძლია. მერაბი რთული მეტოქეა. მას მთელი სერიოზულობით ვეკიდები და ვიცი, რომ მასაც იგივე დამოკიდებულება აქვს. დროა ვიჩხუბოთ.“
ცნობისთვის, დვალიშვილისა და სეხუდოს შეხვედრას, RAF-ის ეგიდით, 18 აპრილს ვიხილავთ. მერაბმა და ჰენრიმ UFC-ში 2024 წელს იჩხუბეს და „მანქანამ“ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო.