ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

ჯასტინ გეიჯიმ თოფურია-მახაჩევს შორის ფავორიტი დაასახელა

UFC-ის მსუბუქი წონის დროებითი ტიტულის მფლობელმა, ჯასტინ გეიჯიმ, უპასუხა კითხვას იმის შესახებ, თუ ვინ მიაჩნია ფავორიტად ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევს შორის პოტენციურ ორთაბრძოლაში.

„ვინ გაიმარჯვებს? ვფიქრობ, ისლამი“,

– განაცხადა ამერიკელმა სტრიმერ N3on-თან საუბრისას.

არსებული ინფორმაციით, ჯასტინ გეიჯი ილია თოფურიას შემდეგი მეტოქე უნდა გახდეს, რომელიც UFC-ის მსუბუქი წონის მოქმედი ჩემპიონია. ბოლო დრომდე, მსუბუქწონოსანთა ეს გამაერთიანებელი ბრძოლა „თეთრ სახლში“ გასამართი ისტორიული ტურნირის მთავარი მოვლენის ყველაზე სავარაუდო კანდიდატად მიიჩნეოდა, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ არსებობს გარკვეული მიზეზები, მათ შორის გეოპოლიტიკური, რომლებიც ამ სცენარის განხორციელებას ხელს უშლის.

ისლამ მახაჩევმა ზაფხულში ქვესაშუალო წონის საჩემპიონო ქამარი უნდა დაიცვას, ხოლო ბოლო ინსაიდერული ინფორმაცია მიუთითებს იმაზე, რომ მისი მეტოქე ეკვადორელი მაიკლ მორალესი იქნება, რომელიც დივიზიონის რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები