„ლამაზი კალათბურთი ვაჩვენეთ“ | ბოსნიელთა მატჩისშემდგომი კომენტარები
ბოსნია და ჰერცეგოვინის საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, აზიზ ბექირმა მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გამართა. მას ადინ ვრაბაჩი ახლდა და მათ საქართველოსთან მოგებულ შეხვედრაზე ისაუბრეს.
ადინ ვრაბაჩი
„გამარჯვება დავიმსახურეთ. ვფიქრობ, ძალიან კარგი და ლამაზი კალათბურთელი ვაჩვენეთ. ჩვენი გულშემატკივრების გარდა, სიამოვნება ყველა მაყურებელმა მიიღო.“
აზიზ ბექირი
„ბოსნიის ნაკრები თამაშიდან თამაშამდე უმატებს. დღეს, მეორე ნახევარში ენერგია გვაკლდა, მაგრამ ეს უფრო მენტალური საკითხი იყო, ვიდრე ფიზიკური. ვიპოვეთ გზა, რათა მიგვეღწია იმისთვის, რაც 30 წელია, ბოსნიაში არავის მიუღწევია. ძალიან ბედნიერი ვარ და მადლობა უფალს.”
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ბედი საბერძნეთისა და ესპანეთის შეხვედრაზეა დამოკიდებული. თუ ბერძნებმა მოიგეს, პლეიოფში მეოთხე ადგილით გავალთ და D ჯგუფის პირველადგილოსანს შევხვდებით.