მერაბ დვალიშვილი, ალჯამეინ სტერლინგი, შონ ომალი
Aa
Aa

„სრული სიგიჟეა, ბონუსის ნახევარი მომცა“ | სტერლინგმა მერაბზე ისაუბრა

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი, ალჯამეინ სტერლინგი არიელ ჰელვანის გადაცემის სტუმარი იყო. „ალჯომ“ მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა და საინტერესო ისტორია გაიხსენა.

შონ ომალისთან გამართული მეორე დაპირისპირების შემდეგ „მანქანამ“ განაცხადა, რომ 50 000-იან ბონუსს, რომელიც „შუგას“ დაფინიშებისთვის მიიღო, სტერლინგთან გაიყოფდა. ალჯამეინი ოჯახს ქმნის და ქართველმა მებრძოლმა მისთვის საჩუქრის გაკეთება გადაწყვიტა. სტერლინგმა ჰელვანისთან სწორედ ეს ამბავი გაიხსენა და აღიარა, რომ გაკვირვებული დარჩა.

„არ ვიცი, ამაზე უნდა ვილაპარაკო თუ არა. სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, რომ სერიოზულად აპირებდა, ჩემთვის ბონუსის ნახევრის მოცემას, თუმცა ზუსტად ეს მოხდა. სრული სიგიჟეა. დიდ ფულზეა საუბარი და მგონი, უკეთესია შევინახო და როდესაც ცოლს მოიყვანს, მეც იგივე საჩუქარი გავუკეთო.

UFC Pi-ის ვტოვებდი, როდესაც ჩემთან მოვიდა და კონვერტი მომცა. მერაბს ვუთხარი: „ძალიან გთხოვ, არ მითხრა, რომ ეს ისაა, რაც მგონია, რომ არის.“ გავხსენი და ზუსტად ის იყო, რაც მეგონა, ჩეკი მომცა. ამას ნამდვილად არ ველოდებოდი. მეგონა, ბონუსის გაყოფაზე იმიტომ ლაპარაკობდა, რომ უნდოდა, ხალხს გაეგო, როგორ მაფასებდა, მაგრამ არ ველოდებოდი, რომ მართლა ამას იზამდა. ეს ამბავი კარგად აღწერს, მერაბი როგორი ადამიანია. სიტყვის კაცია, იმ რუსი მებრძოლისგან განსხვავებით, რომელმაც მასთან 50 000 წააგო და ეს თანხა დღემდე არ ჩაურიცხია.“

ცნობისთვის, მერაბმა სანაძლეო ანატოლი მალიხინთან დადო და 50 000 აშშ დოლარს ჩამოვიდა, რომ მისი მეგობარი პიოტრ იანს დაამარცხებდა. „ალჯომ“ მოიგო, მაგრამ მალიხინს ფული როგორც ჩანს, დღემდე არ ჩაურიცხია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ძლიერი მარცხენა ფლანგი, კიტე და სათამაშო გეგმა | თურქეთში საქართველოსთან მატჩზე ისაუბრეს
ძლიერი მარცხენა ფლანგი, კიტე და სათამაშო გეგმა | თურქეთში საქართველოსთან მატჩზე ისაუბრეს