თრილერი A ჯგუფში - თურქეთმა სერბეთი დაამარცხა და პირველი ადგილი დაიკავა
ევრობასკეტის მე-5 ტურში A ჯგუფში ლიდერების მატჩში დაძაბული და სანახაობრივი დაპირისპირება ვიხილეთ - თურქეთის ნაკრებმა ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი სერბეთის ნაკრები 95:90 დაამარცხა.
შეხვედრა დაძაბული გამოდგა, უპირატესობას ორივე გუნდი მონაცვლეობით ფლობდა და მოგების დიდი სურვილი ორივე მათგანს ეტყობოდა. არც ერთს არ სურდა, რომ მეორე ადგილი დაეკავებინა და ნახევარფინალში მათი გზები გერმანიასთან გადაკვეთილიყო.
დიდ შესვენებაზე სერბები 3-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ, თუმცა მესამე და მეოთხე მეოთხედები თურქებმა 4-4-ქულით მოიგეს და საბოლოოდ დამსახურებული გამარჯვებაც გაიფორმეს.
სერბებს აშკარად დაეტყოთ ერთ-ერთი ლიდერის ბოგდან ბოგდანოვიჩის ტრავმა.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ალფერენ შენგუნი გახდა - 36 წუთში, 28 ქულა, 13 მოხსნა და 6 გადაცემა. შეინ ლარკინმა 23 ქულა და 9 გადაცემა მიითვალა.
სერბების მხრიდან მხოლოდ ნიკოლა იოკიჩი გამოირჩა, რომელმაც 22 ქულა, 9 მოხსნა და 4 გადაცემა გაიფორმა.
მერვედფინალში თურქები შვედეთს დაუპირისპირდებიან, სერბები კი ფინეთს.