ლუის ენრიკე, ჯანლუიჯი დონარუმა
Aa
Aa

„იმედგაცრუებული ვარ თუ არა?“ - დონარუმამ ენრიკეზე ილაპარაკა

ჯანლუიჯი დონარუმამ ლუის ენრიკესთან ურთიერთობაზე ილაპარაკა.

იტალიელი მეკარე „მანჩესტერ სიტიში“ მას შემდეგ გადავიდა, რაც პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გუნდის მთავარი გოლკიპერი ლუკას შევალიე უნდა გახდეს.

„ლუის ენრიკესთან ყოველთვის არაჩვეულებრივი ურთიერთობები მქონდა. მე მის პირდაპირობას ვაფასებდი. იმედგაცრუებული ვარ თუ არა? არ ვიცი. ყველა მწვრთნელს უფლება აქვს, გადაწყვეტილება თავად მიიღოს. გუნდელების თანადგომამ დამანახა გამეგო, რა შევძელი პსჟ-ში და ეს ყველაზე მთავარია. ვიცი, რომ მოთამაშეებს და ყველას პსჟ-ში ვუყვარვარ და ამით ვამაყობ“, - თქვა ჯიჯიმ.

შეგახსენებთ, რომ დონარუმა პსჟ-ში 2021 წლიდან თამაშობდა და მის შემადგენლობაში 161 შეხვედრა ჩაატარა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 40 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ...“ - შმეიხელმა მამარდაზე ისაუბრა
„მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ...“ - შმეიხელმა მამარდაზე ისაუბრა