გიორგი შერმადინი, გიორგი ოჩხიკიძე
Aa
Aa

„გაათმაგებული მოტივაციით ვითამაშებთ“ - კალათბურთელები გადამწყვეტი მატჩის წინ

დღეს, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპზე გადამწყვეტ შეხვედრას გამართავს. ჩვენი გუნდი ბოსნია და ჰერცეგოვინას ნაკრებს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში პლეი-ოფში გასვლას გაინაღდებს.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა გიორგი ოჩხიკიძემ და გიორგი შერმადინმა მოახლოებულ მატჩზე და გუნდში არსებულ განწყობაზე ისაუბრეს.

გიორგი ოჩხიკიძე:

ბოსნია და ჰერცეგოვინის ნაკრები საკმაოდ მაღალი დონის გუნდია. გასულ ტურში სენსაცია მოახდინეს, როდესაც საბერძნეთის ნაკრები დაამარცხეს. ჩვენს მსგავსად, ისინიც მოტივირებულები არიან. ბოლო ტურია და დასაკარგი არც ერთ გუნდს არ აქვს, ბოლომდე ბრძოლა იქნება. რაც შეეხება ჩვენს თამაშს, ვფიქრობ, ტურნირის განმავლობაში როგორც ესპანეთთან, ისე იტალიასთან ვაჩვენეთ, რომ მაღალ დონეზე ასპარეზობა შეგვიძლია, ეს ყველაფერი იმ ერთიანობას, ბრძოლას და თავდადებას მოაქვს, რაც ამ თამაშებში ვაჩვენეთ. იმედია ამჯერადაც ასეთი მოტივირებულები და ფოკუსირებულები გამოვალთ მოედანზე და ყველა იმ დავალებას შევასრულებთ, რაც მწვრთნელმა მოგვცა. რა თქმა უნდა, მარტივი თამაში არ იქნება, რადგან ორივე გუნდს ჯგუფიდან გასვლა სურს. არ ვფიქრობთ იმაზე, თუ რა მოხდება სხვა თამაშში, ვეცდებით, რომ ჩვენი საქმე ბოლომდე მივიყვანოთ და რიგაში გავემგზავროთ, რაც თავიდანვე ჩვენი მიზანი იყო.

გიორგი შერმადინი:

იმედია მთელი ეს პერიოდი და ეს შრომა, რაც თვენახევრის პერიოდში გავწიეთ, დაგვიფასდება და იმას გავაკეთებთ, რისთვისაც აქ ვართ - ჯგუფიდან გავიდეთ. მეტოქეს ნამდვილად ძალიან კარგი გუნდი ჰყავს, ძლიერი მოთამაშეები არიან და ფიზიკურად ძლიერად თამაშობენ. საბერძნეთის ნაკრების დამარცხებით სიურპრიზი შემოგვთავაზეს. ბუნებრივია, ისინიც მოსაგებად გამოვლენ მოედანზე და ჩვენც მზად უნდა დავხვდეთ. ესპანეთთან როგორი დაცვაც ვითამაშეთ, ასეთი თამაში მოგვიტანს ამ შეხვედრაში გამარჯვებას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ბოსნია & ჰერცეგოვინას ნაკრებების დაპირისპირება 16:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფრთხილად და ყურადღებით უნდა ვიყოთ“ - თურქული მედია საქართველოს ნაკრებზე
„ფრთხილად და ყურადღებით უნდა ვიყოთ“ - თურქული მედია საქართველოს ნაკრებზე