ხვიჩა კვარაცხელია, ნიკა კვეკვესკირი
Aa
Aa

„როცა რთული პერიოდი მქონდა, კვეკვემ დიდი ტექსტი მომწერა“ - რას იხსენებს კვარა

საქართველოს ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელია გადაცემა „ტაიმაუტთან“ ინტერვიუს დროს ნიკა კვეკვესკირის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მას ეროვნულ ნაკრებში უდიდესი როლი აქვს.

ხვიჩამ 2020 წლის ნოემბერი გაიხსენა, როდესაც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალური მატჩის წინ, რომელშიც საქართველოს ნაკრები ჩრდ. მაკედონიასთან 1:0 დასრულდა, კორონავირუსი დაუდასტურდა.

რას ამბობს ხვიჩა:

„კვეკვე არის ჩვენი თილისმა კაცი. ძალიან დიდ პატივს ვცემთ, ის იყო ჩვენთვის მაგალითი, თითოეული ახალგაზრდისთვის. როცა რთული პერიოდი მქონდა, ფინალის წინ კორონა დამიდასტურდა და მაშინ წავაგეთ, კვეკვემ მომწერა ძალიან დიდი ტექსტი და ეგ ტექსტი იყო მოტივაციის მომცემი. ყველაფერი უნდა გავაკეთო ამისთვის, რომ მე და კვეკვეს და არა მარტო კვეკვეს, ევროპის ჩემპიონატზე უნდა გვეთამაშა ერთ დღეს.“

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოს კვეკვესკირმა რამდენიმე დღის წინ საფეხბურთო კარიერა დაასრულა და ეროვნულ ნაკრებში, ვილი სანიოლის სამწვრთნელო შტაბს შეუერთდა. შესაბამისად, 33 წლის ახლა უკვე ვეტერანი ფეხბურთელი ამიერიდან, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ხვალიდან, ჩვენი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპში ჩაერთვება. 4 სექტემბერს, ვილი სანიოლის გუნდი „დინამო არენაზე“ თურქეთის ნაკრებს უმასპინძლებს, 7 სექტემბერს კი კვლავ „დინამო არენაზე“, ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ...“ - შმეიხელმა მამარდაზე ისაუბრა
„მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ...“ - შმეიხელმა მამარდაზე ისაუბრა