თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელია: არ გაგვიმართლა, დღეს გამარჯვება მათ დაიმსახურეს

ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდა და ანგარიშით 76:84 დამარცხდა.

ჩვენი გუნდის კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა და თამაში შეაფასა.

„გვაჯობეს. ბევრად მეტი ჩააგდეს და ბევრად ზუსტად ისროლეს. თავის გამართლებას ვერ დავიწყებ - ნამდვილად გვაჯობეს. ჩვენც შევეცადეთ და ბოლომდე ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო. არაფერს ვცვლი, რაც პირველი მატჩის შემდეგ ვთქვი, იმავეს ვამბობ: ამაყი ვარ ჩემი ბიჭებით. საკუთარი თავის მიმართ ბევრად კრიტიკული ვარ, ბევრად უკეთ შემეძლო თამაში, მაგრამ თავის მართლებას არ დავიწყებ. ბევრი ფაქტორი იყო, არ გაგვიმართლა. დღეს გამარჯვება მათ დაიმსახურეს. ჩვენც ვიბრძოლეთ, ყველანაირად შევეცადეთ მოგვეგო, მაგრამ ძალები არ გვეყო“, - თქვა შენგელიამ.

დღეს საქართველოს ნაკრების რიგებში, საუკეთესო სანდრო მამუკელაშვილი იყო - 20 ქულა, 8 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა. კამარ ბოლდუინმა 18 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა. გოგა ბითაძეს 15 ქულა ჰქონდა, ხოლო დუდა სანაძემ 13 ქულა გაიფორმა. ბოსნიელთა მხრიდან, 15-15 ქულით იუსუფ ნურკიჩი და ჯონ რობერსონი გამოირჩნენ. ალექსანდარ ლაზიჩს 13 ქულა ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდერ ჯიკიჩის გუნდმა C ჯგუფი 2 მოგებითა და 3 წაგებით დაასრულა და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად საბერძნეთზეა დამოკიდებული. თუ ბერძნებმა მოიგეს, პლეიოფში მეოთხე ადგილით გავალთ და D ჯგუფის პირველადგილოსანს შევხვდებით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საბერძნეთზე ვართ დამოკიდებული | საქართველო ბოსნია და ჰერცეგოვინასთან დამარცხდა
საბერძნეთზე ვართ დამოკიდებული | საქართველო ბოსნია და ჰერცეგოვინასთან დამარცხდა