მერაბ დვალიშვილი, დემეტრიუს ჯონსონი
Aa
Aa

როგორ უნდა იჩხუბო მერაბის წინააღმდეგ | დემეტრიუს ჯონსონის ფორმულა

UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, დემეტრიუს ჯონსონმა მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. „მაითი მაუსმა“ დაასახელა საბრძოლო გეგმა, რომლითაც „მანქანის“ წინააღმდეგ წარმატების მიღწევაა შესაძლებელი.

„მერაბთან რომ ვიჩხუბო, მთელი ორთაბრძოლის განმავლობაში მასზე ზეწოლას განვახორციელებ. ვაიძულებ, თეიქდაუნზე წავიდეს და შევეცდები, პარტერში გადაყვანის მცდელობა ძვირად დაუჯდეს. დვალიშვილთან ორთაბრძოლისას, აუცილებელია, სულ მოქმედებაში იყო და ჩხუბობდე.

ქლინჩის დროს, მუხლები, იდაყვები და მუშტები უნდა გამოიყენო. როდესაც ქლინჩიდან გამოვა, მარჯვენა ხელი, კორპუსში დარტყმა და ჰაი ქიქი უნდა სცადო. ყოველთვის შეტევაზე უნდა იყო. უფლება არ უნდა მისცე, შორ დისტანციაზე დარჩეს და ოქტაგონზე ცეკვის საშუალება ჰქონდეს. თუ შეეცდება, თეიქდაუნი შეასრულოს და მიზანს მიაღწევს, გრეპლინგში ძლიერი უნდა იყო და წამოდგომა უნდა შეძლო.“

შეგახსენებთ, რომ „მაითი მაუსი“ UFC-ის უმსუბუქეს წონით დივიზიონში გამოდიოდა და ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მებრძოლად ითვლება. მას UFC-ის რეკორდი ეკუთვნის და ტიტული ზედიზედ ყველაზე მეტჯერ, 11-ჯერ დაიცვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვიპროსი გავანადგურეთ | საქართველოს მეორე გამარჯვება ევრობასკეტზე
კვიპროსი გავანადგურეთ | საქართველოს მეორე გამარჯვება ევრობასკეტზე