მიკელ მერინო, მიკელ ოიარსაბალი, მარკ კუკურელია
Aa
Aa

ესპანეთის დამაჯერებელი სტარტი | ფურია როხამ ბულგარეთს 3:0 მოუგო

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში საქართველო თურქეთთან 2:3 დამარცხდა. ჩვენს ჯგუფში ესპანეთი და ბულგარეთიც არიან და „ფურია როხამ“ სტუმრად გამართული დაპირისპირება დამაჯერებლად მოიგო.

ესპანეთმა ანგარიში მეხუთე წუთზე გახსნა. მარტინ სუბიმენდის გადაცემით მიკელ ოიარსაბალმა ისარგებლა და „ფურია როხა“ დააწინაურა. 30-ე წუთზე მარკ კუკურელიამ საკუთარი გუნდის უპირატესობა ორბურთიანი გახადა, 38-ე წუთზე კი მიკელ მერინომ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:0.

ესპანეთი მომდევნო შეხვედრას ისევ სტუმრად გამართავს. 7 სექტემბერს, თბილისის დროით, 22:45-ზე „ფურია როხა“ თურქეთს დაუპირისპირდება. რაც შეეხება საქართველოს, „ჯვაროსნების“ მომდევნო მეტოქე ბულგარეთია, რომელსაც იმავე დღეს, საკუთარ კედლებში შევხვდებით.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ველოდებოდით, რომ საქართველო სხვანაირად ითამაშებდა“ | რა თქვა ჰაკან ჩალჰანოღლუმ
    „ველოდებოდით, რომ საქართველო სხვანაირად ითამაშებდა“ | რა თქვა ჰაკან ჩალჰანოღლუმ