კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

თინეიჯერის სადებიუტო გოლი | ბრაზილიამ ჩილეს დამაჯერებლად მოუგო

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ბრაზილიის ნაკრებმა მორიგი მატჩი გამართა. „სელესაომ’’ შინ ჩილე 3:0 დაამარცხა.

ანგარიში ესტევან ვილიანმა 38-ე წუთზე გახსნა. ეს მისი სადებიუტო გოლია ეროვნული ნაკრების რიგებში. 18 წლის მარჯვენა გარემარბი, რომელიც ერთ-ერთ გამორჩეულ ტალანტადაა მიჩნეული, გასულ ზაფხულში „პალმეირასიდან’’ „ჩელსიში’’ 29 მილიონ ფუნტ სტერლინგად გადავიდა (პლუს 22 მილიონი პოტენციური ბონუსების სახით).

72-ე წუთზე ლუკას პაკეტამ ანგარიში ორამდე გზარდა, 76-ე წუთზე ბრუნო გიმარაეშმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

2024-25 წლების სეზონის შემდეგ კარლო ანჩელოტი „რეალიდან’’ წავიდა და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა. მისი ხელმძღვანელობით ბრაზილიამ სამი მატჩი გამართა, ეკვადორთან 0:0 ითამაშა, პარაგვაის 1:0 მოუგო და ჩილე დამაჯერებლად დაამარცხა. იტალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ბრაზილიელებს ჯერ გოლი არ გაუშვიათ.

17 ტურის შემდეგ სამხრეთ ამერიკის ზონაში 10 გუნდს შორის არგენტინა 38 ქულით პირველზეა, მეორე ადგილს „სელესაო'' 28 ქულით იკავებს. მომდევნო ტურში არგენტინა ეკვადორს ესტუმრება, ბრაზილია - ბოლივიას. ორივე მატჩი 10 სექტემბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები