იამალი: თუ, ოქროს ბურთს ახლა ვერ მოვიგებ, ეს ტრაგედია არ იქნება
ლამინ იამალმა „ოქროს ბურთზე“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ 18 წლის ასაკში ამ ჯილდოს მოგება საოცარი, განსაკუთრებული იქნებოდა, თუმცა თუ ჯილდოს ვერ მოიგებს, ეს მისთვის ტრაგედია არ გახდება, რადგან ჯერ ძალიან ახალგაზრდაა.
– გესახება თუ არა, რომ ამ პრიზს ხელში აღმართავ?
„რა თქმა უნდა, ეს ოცნების ახდენა იქნება. „ოქროს ბურთი“ ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდოა, რაც ფეხბურთელს შეიძლება ერგოს”.
– გამარჯვების შემთხვევაში რას გააკეთებ?
„ალბათ, ვიზეიმებ ჩემს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად, რომლებიც მთელი ამ დროის განმავლობაში გვერდში მედგნენ”.
– ზოგი ფიქრობს, რომ თუ ახლა ვერ მოიგებ „ოქროს ბურთს“, ეს დიდი პრობლემა არ არის, რადგან მთელი კარიერა წინ გაქვს და სხვა შანსებიც გექნება. ეთანხმები?
„დიახ, სრულიად. ეს ტრაგედია არ იქნება. 18 წლის ასაკში „ოქროს ბურთის“ მოგება წარმოუდგენელი იქნებოდა, მაგრამ თუ ეს ახლა ვერ მოხდება, ყოველდღიურად შრომასა და განვითარებას გავაგრძელებ. ამაზე ვიმუშავებ.
ჩემი მიზანი არ არის „ოქროს ბურთის” ერთჯერ მოგება, მე მინდა რომ ის რამდენჯერმე მოვიგო”.
– განაცხადა იამალმა Mundo Deportivo-სთან საუბრისას.
შეგახსენებეთ, რომ 2025 წლის „ოქროს ბურთის“ მთავარ ფავორიტად უსმან დემბელე სახელდება. ლამინ იამალი მისი ერთადერთი რეალური კონკურენტია.