პეპ გუარდიოლა
Aa
Aa

გუარდიოლა: სიტიდან წასვლა? ზუსტად ვიცი ეს რა შემთხვევაში მოხდება

პეპ გუარდიოლა „მანჩესტერ სიტიში” მის მომავალზე და კლუბიდან შესაძლო წასვლაზე საუბრობს.

„ბევრჯერ მითქვამს – არ ვიცი, რა მოხდება. მართლა არ ვიცი. მხოლოდ ის ვიცი, რომ ყველაფერი შედეგებზეა დამოკიდებული, ამიტომ კარგი სეზონი უნდა ჩავატარო. მაშინ, როცა ვიგრძნობ, რომ კლუბს ცვლილებები სჭირდება, მე აქ აღარ დავრჩები.

ამჟამად კი უფრო დიდი სურვილი მაქვს ვიმუშაო, ვიდრე ოდესმე – განსაკუთრებით გასული სეზონის გათვალისწინებით. მინდა ყველა პროცესის სათავეში ვიდგე, უფრო მეტი პასუხისმგებლობა ავიღო, ვითანამშრომლო ფეხბურთელებთან და ერთად ვეცადოთ სიტუაციის გამოსწორებას.

მე აქ არ ვარ იმის გამო, რაც წარსულში მოვიგეთ. წინსვლა მიყვარს. სწორედ ამიტომ გვქონდა ასეთი დიდი წარმატებები. ყოველთვის მომავალზე ვფიქრობდით. რაც შეეხება ჩემს წასვლას, ესეც ბევრჯერ მითქვამს: როცა პირველად მოვედი, სამწლიანი კონტრაქტი დავდე და ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ აქ 10 წელიწადს დავრჩებოდი. ეს უკვე ჩემი მე-10 სეზონია სიტიში, რაც სიამაყით მავსებს. მინდა, რომ კლუბს კიდევ უფრო მეტად დავეხმარო,“

- თქვა პეპმა City Xtra-სთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ „ქალაქელებს” პრემიერლიგის მე-4 ტურში მანჩესტერული დერბი ელით. კვირას (19:30) „ეტიჰადზე” „სიტი” „იუნაიტედს” უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები