„აშკარად ყველა დროის საუკეთესოა“ - ზიდანმა გუარდიოლასთან საუბარი გაიხსენა
ფეხბურთის ერთი ლეგენდის მოსაზრების მოსმენა მეორეზე მუდამ საინტერესოა და ასეა ამ შემთხვევაშიც - როდესაც ზინედინ ზიდანს სთხოვეს მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი დაესახელებინა, მან დაუფიქრებლად პეპ გუარდიოლა გამოარჩია და კატალონიელი სპეციალისტის დეტალურ დახასიათებასაც არ მოერიდა.
ზინედინ ზიდანი
არცკი დავფიქრდები პეპ გუარდიოლას ისე დავასახელებ. მან საკუთარი უმაღლესი კლასი ჯერ „ბარსელონაში“, შემდეგ „ბაიერნში“ დაამტკიცა, ხოლო მოგვიანებით „მანჩესტერ სიტიში“ მიღწეული შედეგებითაც ყველა გააოცა. მე პირადად მქონდა საშუალება მისგან ბევრი რამ მესწავლა, რადგან საკმაოდ გახსნილი ადამიანია.
ერთ-ერთი შეხვედრისას, საკუთარი გამოცდილება გამიზიარა, საჭირო რჩევები მომცა და რაღაცეები ამიხსნა, რასაც განსაკუთრებულად ვაფასებ, რადგან სპორტის უპირველესი სახეობის მიმართ ყველა მწვრთნელს თავისებური მიდგომა გააჩნია. რაზე ვილაპარაკეთ ვერ გეტყვით, მაგრამ საკმაოდ ინფორმაციული და ღირებული საუბარი გამოვიდა.
პეპ გუარდიოლამ ჩემპიონთა ლიგა ორჯერ „ბარსელონასთან“, ხოლო ერთხელ „მანჩესტერ სიტისთან“ ერთად მოიგო. რაც შეეხება ზინედინ ზიდანს, მან „რეალს“ ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირი ზედიზედ სამჯერ მოაგებინა, რაც არც მანამდე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია.