შავი ლომი
Aa
Aa

იტალიური ტურნე და ორი სპარინგი - შავ ლომში სიახლეებია

ახალი სეზონის დაწყების წინ საქართველოს სარაგბო კლუბი „შავი ლომი“ იტალიაში გაემგზავრება და ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. რიჩარდ კოკერილის მომზადებული გუნდის მეტოქე 6 სექტემბერს „ზებრე“, ხოლო 12 სექტემბერს „ბენეტონი“ იქნება. ჩვენი ქვეყნის პირველმა პროფესიულმა ფრენჩაიზმა საწვრთნელი შეკრება 11 აგვისტოს დაიწყო, აპენინის ნახევარკუნძულზე კი 4 სექტემბერს გაემგზავრება.

ბუნებრივია ყოველი წლის დასრულების შემდეგ ყველა გუნდში მეტ-ნაკლებად ცვლილებებია და გამონაკლისს არც „შავი ლომი“ წარმოადგენს. კლუბი დატოვეს ლადო ჩაჩანიძემ, ლუკა მატკავამ, ბაჩუკი ჭუმბაძემ, ლუკა ივანიშვილმა, თენგიზ ზამთარაძემ, დავით ხუროშვილმა და ნოდარ დოლიძემ. მათ ნაცვლად კი ზაურ ლუტიძის, ოთარ მეტრეველის, გიორგი სპანდერაშვილის, თამაზ ჭამიაშვილის, ბადრი ციხისთავის, ლაშა ციხისთავის, იოსებ გუშარაშვილისა და ლუკა თაყაიშვილის დამატება მოხერხდა.

ცნობისათვის, „შავი ლომი“ იტალიაში 30-კაციანი შემადგენლობით გაემგზავრება, საიდანაც 18 შერკინების, ხოლო 12 ხაზის მოთამაშე იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბრისტოლმა TOP 14-ის კლუბებს აჯობა - ივანიშვილი ინგლისში წავიდა
ბრისტოლმა TOP 14-ის კლუბებს აჯობა - ივანიშვილი ინგლისში წავიდა