„მგზავრობა და სასტუმროები მომბეზრდა“ - ზიდანი კარიერის დასრულებაზე
„ამ ყველაფრის შესახებ საბოლოოდ „ვილიარეალთან“ თამაშის დასრულების შემდეგ ჩამოვყალიბდი. რატომ? იმიტომ, რომ საერთოდ აღარ მსიამოვნებდა გასვლითი შეხვედრები და სასტუმროებში ცხოვრება. რა თქმა უნდა, შემეძლო კიდევ რამდენიმე წელი მაღალ დონეზე ასპარეზობა, მაგრამ საწვრთნელი შეკრებებიც უკვე ჩემგან ძალიან შორს იყო.
ფეხბურთს თავი რომ დავანებე, სამი წლის განმავლობაში ოჯახის წევრებთან დროის გატარებითა და მოგზაურობით ვტკბებოდი. ამის მერე კი საკუთარ თავს დავუშვი შეკითხვა: „რა უნდა გავაკეთო მომავალში?“ ჩემი ერთი მეგობარი მწვრთნელი იყო და მასთან ფეხბურთზე საათობით ვსაუბრობდი. მან დამარწმუნა, რომ ეს საქმე ჩემთვის შესაფერისი იყო. თავდაპირველად მწვრთნელობას არ ვაპირებდი, მაგრამ სამწლიანი კურსების გავლის შემდეგ მივხვდი, რომ სწორედ ეს უნდა მეკეთებინა“.