ლუის ენრიკე
Aa
Aa

ენრიკე მან. იუნაიტედს უარს ეტყვის | ზაფხულში პსჟ-სთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს

Mirror Football-ის ინფორმაციით, პსჟ-ს ლუის ენრიკე უარს ეტყვის მან. იუნაიტედს და ამ ზაფხულს პსჟ-სთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს. მან. იუნაიტედმა მთავარ სამიზნედ აქცია და მის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები პარიზშიც კი გამართა, თუმცა ენრიკე კლუბის პროექტით მოხიბლული არაა, ეჭვი ეპარება ისეთი გუნდის ჩაბარების მიზანშეწონილობაში, რომელიც მომავალ სეზონში, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩეს.

ივან დე ლა პენია ლუის ენრიკეს ინტერესებს წარმოადგენს. ბოლო ცნობების მიხედვით, სააგენტო De la Peña & Sostres-ის წევრია, რომელიც ენრიკეს კარიერას მართავს. სწორედ დე ლა პენიასთან გამართეს შეხვედრა პარიზში მან. იუნაიტედის წარმომადგენლებმა, რათა დაეყოლიებინათ ესპანელი სპეციალისტი, რომ უარი ეთქვა პსჟ-სთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე. ივან დე ლა პენია ყოფილი ფეხბურთელია, ენრიკესთან ერთად ბარსელონაში თამაშობდა, მოგვიანებით რომაში მისი ასისტენტი იყო.

2023 წლის ზაფხულიდან ენრიკე პსჟ-ს მთავარი მწვრთნელია. მისი ხელმძღვანელობით პარიზულმა გუნდმა ლიგა 1 (2023-24, 2024-25), საფრანგეთის თასი (2023-24, 2024-25), საფრანგეთის სუპერთასი (2023, 2024, 2025), ჩემპიონთა ლიგა (2024-25), უეფას სუპერთასი (2025), ფიფას საკონტინენტთაშორისო თასი (2025) მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზურიკომ ქუსლით ეფექტური პასი შეასრულა | სენტ-ეტიენმა მონპელიეს მოუგო
ზურიკომ ქუსლით ეფექტური პასი შეასრულა | სენტ-ეტიენმა მონპელიეს მოუგო