ირაკლი იეგოიანი
Aa
Aa

ზედიზედ მეორედ და სეზონში მეოთხედ | იეგოიანი ტურის სიმბოლურშია

ნიდერლანდურმა გამოცემებმა, Telegraaf-მა და VoetbalPrimeur-მა ირაკლი იეგოიანი ბრედასთან ბრწყინვალე გოლის შემდეგ ერედივიზიეს 22-ე ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა. Telegraaf-მა სიმბოლურში ზედიზედ მეორედ დაასახელა, ირაკლი რჩეულთა შორის 21-ე ტურში აიაქსთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგაც მოხვდა.

ნიდერლანდურმა ESPN-მა იეგოიანის მაკრატელა ტურის საუკეთესო გოლზე წარადგინა, ბრაიან ლინსენისა და რამიზ ზერუკის გოლებთან ერთად.

იეგოიანის მაკრატელა ბრედასთან

ექსელსიორის ქართველი ლიდერი მიმდინარე სეზონში ტურის სიმბოლურ გუნდში სხვადასხვა გამოცემების მიხედვით არაერთხელ ვიხილეთ (ეს მისი სადებიუტო სეზონია უმაღლეს ლიგაში).

პირველად მე-13 ტურში მოხვდა, როცა აიაქსს სტუმრად მოუგეს (Voetbalprimeur-ის ვერსიით), მეორედ მე-17 ტურში, როცა ზვოლესთან გამარჯვების გოლი გაიტანა (Voetbalprimeur-სა და ESPN-ის ვერსიით), მესამედ 21-ე ტურში აიაქსთან ფრედ დასრულები მატჩის შემდეგ (ESPN-ისა და Telegraaf-ის ვერსიით), მეოთხედ ბრედასთან გატანილი საოცარი გოლის შემდეგ (ESPN-ისა და Telegraaf-ის ვერსიით).

Sterren van Kralingen (კრალინგენის ვარსკვლავები) საფეხბურთო კლუბ ექსელსიორის მიერ დაწესებული ჯილდოა, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშეს გადაეცემა. ირაკლიმ ეს პრიზიც მიიღო, როცა მისი გოლით ზვოლე დაამარცხეს.

ირაკლიმ ერედივიზიეში 19 მატჩი ჩაატარა, 19-დან ყველა მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იყო, 19-დან 17-ში 90 წუთი ითამაშა. მის აქტივში 6 საგოლე მოქმედებაა, 4 გოლი და 2 საგოლე პასი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ირაკლი იეგოიანის საოცარი გოლი | ექსელსიორმა სტუმრად ბრედას მოუგო
ირაკლი იეგოიანის საოცარი გოლი | ექსელსიორმა სტუმრად ბრედას მოუგო