შავი ლომი
Aa
Aa

შავმა ლომმა სეზონის პირველი შეხვედრა ძებრესთან გამართა

იტალიურ ტურნეზე მყოფმა „შავმა ლომმა“ სეზონის პირველი შეხვედრა პარმაში, რაგბის გაერთიანებული ჩემპიონატის ბინადარ 1ძებრესთან“ გამართა და მოლით ორი ლელო გაიტანა, თუმცა გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა - 12:26.

სწორედ გაერთიანებულ რაგბის ჩემპიონატში „შავი ლომის“ ჩართვაა ქართული რაგბის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რათა ჩვენს მორაგბეებს მთელი წლის განმავლობაში ქონდეთ მაღალი დონის თამაშების ჩატარების და განვითარების შესაძლებლობა.

თუ გაერთიანებული რაგბის ჩემპიონატის მესვეურებმა ახალი გუნდის დამატება გადაწყვიტეს (რისი რეალური შანსიც არსებობს, თუმცა გადაწყვეტილი არაფერია), მსურველებმა და მათ შორის ქართულმა რაგბმა, უნდა შეასრულოს 3 ძირითადი პირობა (სხვა პირობებთან ერთად). ესენია: კონკურენტუნარიანობა, ფინანსური მდგრადობა და ქვეყნის უსაფრთხოება და მიმზიდველობა.

კონკურენტუნარიანობის კუთხით „ძებრესა„ და „ბენეტონთან“ 12 სექტემბერს) თამაშები (ისევე, როგორც ტიერ1-ის ქვეყნების სხვა კლუბებთან) მნიშვნელოვანია, რათა ის შეიძლება იყო შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი. სასიხარულოა, რომ „ძებრე“, რომელმაც გასული სეზონის გაერთიანებულ რაგბის ჩემპიონატში 5 გამარჯვება მოიპოვა (რაც ამ გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია) პირველი შემადგენლობა დაგვახვედრა.

მიუხედავად იმისა, რომ შემადგენლობის გადახალისების შემდეგ „შავი ლომი“ პირველ თამაშს ატარებდა, შეხვედრა კონკურენტული გამოდგა და რომ არა ტექნიკური წუნი, იტალიელებს გამარჯვების მოპოვება გაუჭირდებოდათ.

გუნდთან ერთად იტალიურ ტურნეზე იმყოფება მაღალი მიღწევების რაგბის დირექტორი, ლევან მაისაშვილი, რომელმაც გუნდში მიმდინარე პროცესებზე, განვლილ შეხვედრაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა:

„სამწუხაროდ, ობიექტური თუ სუბიექტური მომენტებიდან გამომდინარე ‘შავი ლომის’ რამდენიმე წამყვანმა მოთამაშემ გუნდი დატოვა და კარიერას საფრანგეთში და ინგლისში აგრძელებენ, მათი ჩანაცვლება კი ახალი მორაგბეებით მოხდა. სეზონიდან სეზონამდე ასეთი გადაადგილებები სირთულეებს ქმნის. გუნდის შენებას დრო ჭირდება. რადგან ჩვენ არ გვაქვს რეგულარული ჩემპიონატი და თამაშები, ძალიან რთულია ‘შავ ლომში’ სიღრმეები შექმნა. ასეთ შემთხვევაში მოთამაშეების ნაწილი უთამაშებელი დაგრჩება და ეს არც ფინანსურადაა გამართლებული. ამ ყველაფრის გათვალისწინებით პირადად მე კმაყოფილი დავრჩი, რადგან არ ველოდი ასეთ პირობებშიც კონკურენტუნარიანები თუ ვიქნებოდით, მით უმეტეს, რომ ეს ‘შავი ლომის’ პირველი თამაში იყო“.

„რაც შეეხება უშუალოდ „ძებრესთან“ მატჩს, რომელმაც უძლიერესი შემადგენლობა დაგვახვედრა, ვითამაშეთ ძალიან კარგი, ხისტი დაცვა და მეტოქის არაერთი სახიფათო შეტევა გავანეიტრალეთ, ლელოები კი ჩვენს შეცდომებს და ტექნიკურ წუნს მოყვა. ჩვენის მხრივ ორივე ლელო მოლით დავდეთ, სადაც დიდი დომინაცია გვქონდა. „ძებრეს“ ფიზიკურად ძლიერი და მაღალი მორაგბეები ყავს, მათაც ქონდათ მოლით ლელოს გატანის მცდელობები, მაგრამ კარგად იმუშავა დაცვის მოლმაც. 100%-იანი მაჩვენებელი გვქონდა დერეფანში და რამდენჯერმე მეტოქის აუტიც წამოვიღეთ. გარდა გატანილი ლელოებისა, შეტევაში რამდენიმე კარგი მომენტი გვქონდა სამ ეპიზოდში, ოდნავ რომ გაგვმართლებოდა, ლელოს აუცილებლად გავიტანდით. ერთი ასეთი ეპიზოდი მაშინ შევქმენით, როდესაც ანგარიში 12:19 იყო და ის რომ გამოგვეყენებინა არავინ იცის თამაში როგორ დასრულდებოდა“.

„კმაყოფილი ვარ ახალი მოთამაშეებით. გამოვყოფდი კახაბერ დარბაიძეს, რომელსაც შარშან სათამაშო დრო არ ქონია, თუმცა ვარჯიშებზე ბოლომდე იხარჯებოდა და „ძებრესთან“ ერთ-ერთი საუკეთესო იყო როგორც დაცვასა და შეჯგუფებებში, ასევე ბურთის წაღებისას. ასევე ძალიან კარგად იმუშავა მესამე ხაზმა. ეს თამაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მათთვის, ვისაც აქამდე ჩელენჯ თასის შეხვედრებში მონაწილეობა არ მიუღიათ. მათ ნახეს რა არის მაღალი ტემპის ხარისხიანი რაგბი და ზუსტად ასეთ თამაშებში იზრდებიან მორაგბეები“.

„ახლა „ბენეტონის“ბაზაზე ვართ, რომელმაც სრულად თავის თავზე აიღო ჩვენი მასპინძლობა და ვემზადებით მათთან თამაშისთვის. ჩემთვის საინტერესოა თუ როგორი პერფორმანსი ექნება გუნდს პირველიდან მეორე თამაშამდე. მე მესმის გულშემატკივარის, რომელსაც მუდამ გამარჯვება უნდა, თუმცა რაგბი ევროპის სუპერ თასზე მოპოვებულ გამარჯვებებს, განვითარებისთვის ნამდვილად ჯობია ასეთი შეხვედრები, რადგან თუნდაც ‘ძებრესთან’ ამ წაგებით ბევრად მეტის სწავლა შეიძლება და ეს უფრო გაგვზრდის“.

იტალიურ ტურნეზე „შავი ლომი“ მეორე თამაშს 12 სექტემბერს, „ბენეტონის“ წინააღმდეგ გამართავს.

ამხანაგური მატჩი

იტალია. პარმა. „სერჯიო ლანფრანკი“.

ძებრე (იტალია) - შავი ლომი (საქართველო) 26:12 (19:7)

შავი ლომი

ხაზი: 15. შალვა აფციაური, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. ზაურ ლუტიძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლუკა ცირეკიძე, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. დავით აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. კახაბერ დარბაიძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. დემურ ეფრემიძე, 6. ლაშა ციხისთავი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. გიორგი სინაურიძე.

მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 18. ბადრი ციხისთავი, 19. გურამ ღანიაშვილი, 20. იოსებ გუშარაშვილი, 21. გიორგი კერვალიშვილი, 22. გიორგი სპანდერაშვილი, 23. ლუკა თაყაიშვილი, 24. ამირან შვანგირაძე, 25. თორნიკე კახოიძე, 26. ვასილ კაკოვინი, 27. თამაზ ჭამიაშვილი, 28. გიორგი ჩხარტიშვილი, 29. გიორგი ნიკოლაძე, 30. ოთარ მეტრეველი.

წყარო: Rugby.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დიდი 10 ბრუნდება - ორი დებიუტანტით და 20-წუთიანი წითელი ბარათით
დიდი 10 ბრუნდება - ორი დებიუტანტით და 20-წუთიანი წითელი ბარათით