შავი ლომი
Aa
Aa

რევანში ბორჯღალოსნებისთვის - შავი ლომის გამარჯვება აფრიკაში

„შავმა ლომმა“ სამხრეთ აფრიკული ტურნე ხმაურიანი გამარჯვებით დაიწყო. საქართველოს პირველმა პროფესიულმა ფრენჩაიზმა ბლუმფონტეინში, „ტოიოტა სთედიუმზე“ გამართულ ტესტ-მატჩში „ტოიოტა ჩიტასი“, რომელმაც Currie Cup-ის პრესტიჟულ გათამაშებაში მესამე ადგილი დაიკავა, მინიმალური უპირატესობით, 39:38 დაამარცხა.

რიჩარდ კოკერილის მიერ მომზადებული ქართველი მორაგბეები დროის უმეტესი ნაწილი დომინირებდნენ და როგორც ფიზიკური თვალსაზრისით, ასევე კონტაქტურ თამაშში მეტოქეს აღემატებოდნენ, საკმაოდ მაღალ ტემპში უტევდნენ და თუ არ ჩავთვლით პირველი ტაიმის გარკვეულ მონაკვეთსა და ბოლო წუთებში მცირე მოდუნებას, სრულიად დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

„შავმა ლომმა“ 6 ლელო დადო - დუბლი დავით აბდუშელიშვილმა შეასრულა, ხოლო თითოჯერ მეტოქის ჩათვლის მოედანი სანდრო მამათავრიშვილმა, ირაკლი ქვათაძემ, გიორგი სინაურიძემ და აკა ტაბუცაძემ აიღეს. გარდასახვები და საჯარიმოები ზუსტად ლუკა ცირეკიძემ და ოთარ მეტრეველმა შეასრულეს.

შეგახსენებთ, რომ „შავი ლომის“ გამარჯვება „ჩიტასზე“ ერთგვარი რევანში იყო - სამხრეთ აფრიკის კლუბმა გასულ ზაფხულს, ამავე სტადიონზე გამართულ ტესტ-მატჩში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სამიდან ორი ბათუმში - ნოემბრის ტესტ-მატჩებზე ყველაფერი გაირკვა
სამიდან ორი ბათუმში - ნოემბრის ტესტ-მატჩებზე ყველაფერი გაირკვა