ვასილ ლობჟანიძე, გიორგი კვესელაძე
Aa
Aa

კვესელაძე და შველიძე დაბრუნდნენ - ბორჯღალოსნების შემადგენლობა ფინალისთვის

რაგბი ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის ფინალისთვის საქართველოს მორაგბეთა ნაკრების 23-კაციანი შემადგენლობა ცნობილია. დროებითი მთავარი მწვრთნელის, მარკო ბორტოლამის გადაწყვეტილებით რუმინეთთან ნახევარფინალთან შედარებით სასტარტოში ორი ცვლილება განხორციელდა - მეთორმეტე და მეცამეტე ნომრის პოზიციებზე თორნიკე კახოიძე და დემურ თაფლაძე შესაბამისად, გიორგი კვესელაძემ და გიორგი შველიძემ ჩაანაცვლეს.

ბორჯღალოსნების მეცხრე ნომერი ვასილ ლობჟანიძე ეროვნულ გუნდში რიგით 104-ე მატჩს ჩაატარებს, რითაც მერაბ შარიქაძეს გაუთანაბრდება. რაც შეეხება თადარიგს, სამატჩო განაცხადში ლუკა გოგინავა, ბაჩუკი ჭუმბაძე, იოანე იაშაღაშვილი და მიხეილ შიოშვილი ვეღარ მოხვდნენ, რომელთა ადგილიც მე-17, მე-18, მე-20 და 21-ე ნომრების პოზიციებზე მამუკა მსტოიანმა, ალექსანდრე ქუნთელიამ, ლუკა ივანიშვილმა და ბექა გორგაძემ შეავსეს.

საქართველოს ნაკრები

ხაზი: 15. ოთარ მეტრეველი (შავი ლომი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი შველიძე (ბრივი), 12. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 11. დავით ნინიაშვილი (ლა როშელი), 10. თედო აბჟანდაძე (ორიაკი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა);

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (კლერმონი), 2. ვანო კარკაძე (ოიონა), 3. გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (მონ დე მარსანი), 6. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი).

მარქაფა: 16. ნიკოლოზ სუთიძე (ლა როშელი), 17. მამუკა მსტოიანი (აჟენი), 18. ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი), 19. გიორგი ჯავახია (ტულონი), 20. ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი), 21. ბექა გორგაძე (პო); 22. მიხეილ ალანია (ვანი), 23. ლუკა მატკავა (ოიონა).

ცნობისათვის, საქართველო - პორტუგალიის ფინალი ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში კვირას, 15 მარტს ჩატარდება და თბილისის დროით, 21:45 წუთზე დაიწყება. წარმატების შემთხვევაში ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატს ზედიზედ მეცხრედ, ისტორიაში კი მეთვრამეტედ მოიგებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველაზე ძლიერები ჩვენს შემდეგ“ - ბორჯღალოსნები მადრიდში გაემგზავრნენ
„ყველაზე ძლიერები ჩვენს შემდეგ“ - ბორჯღალოსნები მადრიდში გაემგზავრნენ