ბექა გორგაძე, ლექსო ყაულაშვილი, გიორგი ახალაძე
Aa
Aa

პოს ქართველებმა მოაგებინეს - ახალაძე კლერმონს დაეხმარა

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის რეგულარული გათამაშების მეოთხე ტურში სამი ქართული ლელო ვიხილეთ და აქედან ორი ერთ შეხვედრაში და ერთი გუნდის შემადგენლობაში. საუბარი გვაქვს „პო“ - „ლა როშელის“ (39:17) მატჩზე, სადაც მასპინძლების რიგებში მეტოქის ჩათვლის მოედანი ჯერ ლექსო ყაულაშვილმა, ხოლო შემდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ბექა გორგაძემ აიღო. ყაულაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 41-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო გორგაძემ სრულად იასპარეზა. რაც შეეხება სტუმართა გუნდს, სასტარტოში დაიწყეს ნიკოლოზ სუთიძემ და ალექსანდრე ქუნთელიამ და ორივე მათგანი მთავარმა მწვრთნელმა 48-ე წუთზე შეცვალა.

კიდევ ერთი თამაში, სადაც ქართველმა მორაგბემ თავი გამოიჩინა, „კლერმონი“ - „კასტრი“ (20:6) გახლდათ, სადაც მასპინძლების რიგებში ლელო პირველმა ნომერმა გიორგი ახალაძემ დადო. ეს უკანასკნელი 52-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო გიორგი ძმანაშვილი „კლერმონის“ რიგებში 52-ე წუთზე შევიდა. რაც შეეხება „კასტრს“, ვეტერანი მორაგბე ლევან ჩილაჩავა თავიდანვე საქმეში იყო ჩართული, 41-ე წუთზე დასვენების საშუალება მიეცა და 71-ეზე ისევ მოედანს დაუბრუნდა.

ცნობისათვის, საფრანგეთის TOP 14-ის სატურნირო ცხრილში ოთხი ტურის შემდეგ „პო“ 14 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ „ტულუზას“ ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება „კლერმონს“, 10 ქულით მეექვსე პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თბილისის თასი 2026 | შავი ლომი სუზუკი გრიქასთან დამარცხდა
თბილისის თასი 2026 | შავი ლომი სუზუკი გრიქასთან დამარცხდა