კიდევ ერთი ქართველი საფრანგეთში - დარბაიძე ბიარიცში ითამაშებს
Aa
Aa

კიდევ ერთი ქართველი საფრანგეთში - დარბაიძე ბიარიცში ითამაშებს

ქართველი მორაგბე კახა დარბაიძე კარიერას საფრანგეთის Pro D2-ის კლუბ „ბიარიცში“ განაგრძობს. 25 წლის შერკინების მოთამაშე ახალ კლუბში 2027-2028 წლის სეზონის ბოლომდე დარჩება. მხარეებმა ყველა უმცირეს დეტალზე მოილაპარაკეს, პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს და კონტრაქტსაც ხელი ძალიან მალე მოეწერება.

დარბაიძე 2024 წლიდან საქართველოს საუკეთესო კლუბის, „შავი ლომის“ წევრი იყო, კარიერის საწყისი წლები კი ოზურგეთის „არწივებში“ გაატარა. ახალ გარემოსთან ადაპტაცია კახას წესით არ უნდა გაუჭირდეს, რადგან „ბიარიცში“ მას თანამემამულე გიორგი ნუცუბიძე დახვდება, რომელმაც წლევანდელ სეზონში 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და აქედან 3 სასტარტოში დაიწყო.

ცნობისათვის, „ბიარიცს“ არსებობის ისტორიაში საფრანგეთის ჩემპიონატი ხუთჯერ აქვს მოგებული, 2012 წელს კი, წარმატებას საერთაშორისო ასპარეზზეც მიაღწია და ევროპის ჩელენჯ თასზე გაიმარჯვა. ამჟამად დარბაიძის ახალი გუნდი მეორე დივიზიონში მეთორმეტე ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შეიძლება, სწორედ ის დღეა, როცა ეს უნდა გვეგრძნო“ - ბექა გორგაძე
„შეიძლება, სწორედ ის დღეა, როცა ეს უნდა გვეგრძნო“ - ბექა გორგაძე