არესი დამარცხებულია - ბათუმმა დიდი 10 ზედიზედ მეორედ მოიგო
Aa
Aa

არესი დამარცხებულია - ბათუმმა დიდი 10 ზედიზედ მეორედ მოიგო

დიდი 10-ის ფინალში ბათუმმა არესს უმასპინძლა, 38:6 დაამარცხა და ზედიზედ მეორედ გახდა ჩემპიონი, ისტორიაში კი მეექვსედ.

პირველმა ტაიმმა მასპინძელთა დომინირებით ჩაიარა. პირველი ლელო მარგალიტაძემ დადო, რასაც ლეგიონერმა უილიამსმა უპასუხა და სხვაობა კიდევ უფრო დიდი გახდა.

ქუთაისელები ბევრს ცდილობდნენ, მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ. მათ პირველ ნახევარში 2 ჯარიმა გაიტანეს. მესამე ლელო კვლავ მარგალიტაძის ანგარიშზეა და ბათუმი შესვენებაზე კომფორტული უპირატესობით გავიდა.

მეორე ნახევარი არესმა აქტიურად დაიწყო და ფაქტობრივად გამუდმებით შეტევაში იმყოფებოდა, მაგრამ ბათუმი თავს უნაკლოდ იცავდა. მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, არესის მორიგი შეტევა ჩაიჭრა და ნინიძემ ლელო დადო.

ამის შემდეგ, არესი დიდი ძალებით გადავიდა შეტევაში და ბათუმმა ბრწყინვალე კონტრ-შეტევა წამოიწყო, რომელიც გაბელაიას ლელოთი დასრულდა.. მატჩის საუკეთესო მორაგბე გიორგი მარგალიტაძე გახდა. 

როგორც უკვე მოგახსენეთ, ბათუმი ჩემპიონი მეექვსედ გახდა, ხოლო არესმა ისტორიაში პირველი მედლები(ვერცხლის) მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
20 წ. | რაგბის საერთაშორისო სერია სამხრეთ აფრიკაში
20 წ. | რაგბის საერთაშორისო სერია სამხრეთ აფრიკაში