ნინიაშვილის ოფლოუდები და სიმბოლური - შიოშვილმა მორიგი ლელო დადო
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის 22-ე ტურში რამდენიმე ქართველმა მორაგბემ არაჩვეულებრივი შთაბეჭდილება დატოვა. უნდა გამოვარჩიოთ „ტულონის“ ახალგაზრდა ქართველი მოთამაშის, მიხეილ შიოშვილის არაჩვეულებრივი ასპარეზობა, რომელმაც კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის ჩათვლის მოედანი და ეს ამჯერადაც ლამაზ სტილში მოახერხა. ტულონელებმა „ბაიონის“ ჩათვლის მოედანში კიდევ რამდენიმეჯერ შეიტანეს ბურთი და მოწინააღმდეგე 52:26 დაამარცხეს.
„პერპირიანი“ – „ლა როშელის“ (29:31) შეხვედრაში დავით ნინიაშვილს ლელო არ დაუდია, თუმცა იმდენად ეფექტურად ითამაშა, რომ 22-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში სრულიად დამსახურებულად მოხვდა. ქართველმა ფულბეკმა ბურთთან ერთად 120-მეტრიანი მანძილი დაფარა, სამი ოფლოუდი შეასრულა და მეტოქე გუნდის მცველი ხუთჯერ გააბითურა.
ცნობისათვის, TOP 14-ის 22-ე ტურში ქართველი მორაგბეებიდან ლელო მხოლოდ მიხეილ შიოშვილს არ დაუდია - ამის გაკეთება გიგა თუთისანმაც შეძლო, რომელიც „კლერმონს“ სტუმრად „ტულუზას“ 27:24 დამარცხებაში დაეხმარა.