გორი დიდ 10-ში დარჩა - ლოკომოტივმა მეორე შანსიც ხელიდან გაუშვა
Aa
Aa

გორი დიდ 10-ში დარჩა - ლოკომოტივმა მეორე შანსიც ხელიდან გაუშვა

მომდევნო სეზონისთვის საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა საბოლოოდ დაკომპლექტდა. დიდი 10-ის ბოლო საგზურისთვის ერთმანეთს „გორი“ და თბილისის „ლოკომოტივი“ უპირისპირდებოდნენ. ერთი კვირის წინ „ლოკოს“ სტადიონზე გამართული მატჩი 15:15 დასრულდა და ყველაფერი დღეს წყდებოდა.

პლეი აუტის საპასუხო შეხვედრაში გორელები უკეთ გამოიყურებოდნენ, საბოლოოდ მეტოქე 13:6 დაამარცხეს და უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნეს. მასპინძლების რიგებში საუკეთესო სავანიოლო კალავეტი იყო, რომელმაც მეტოქის ჩათვლის მოედანი ორჯერ აიღო, ერთი საჯარიმო კი ზუსტად ნიკოლოზ ცინცაძემ შეასრულა. რაც შეეხება სტუმრებს მათ რიგებში ექვსივე ქულა ლუკა დემურიშვილის აქტივშია, რომელმაც ორივე საჯარიმო ზუსტად დაარტყა.

ცნობისათვის, თბილისის „ლოკომოტივს“ დიდ 10-ში გადმოსვლის შანსი „გორთან“ ორმატჩიან დაპირისპირებამდეც ჰქონდა, თუმცა პატარძეულის „ვეფხვებთან“ დამარცხდა და დედაქალაქელებს მომდევნო სეზონშიც პირველ ლიგაში მოუწევთ ასპარეზობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპანდერაშვილის გადამწყვეტი ქმედება - ქართველების ლელოები PRO D2-ში
სპანდერაშვილის გადამწყვეტი ქმედება - ქართველების ლელოები PRO D2-ში