ნეიმარი
Aa
Aa

„ინერტული და შენელებულია“ - ანჩელოტის ნეიმარს პლეი ოფში არ ურჩევენ

2023 წლის 18 ოქტომბერი - ეს ის თარიღია, როდესაც ნეიმარს დღევანდელ მატჩამდე ბოლოს ჰქონდა ბრაზილიის ეროვნულ გუნდში ნათამაშები და როგორც ხედავთ, თითქმის 3-წლიანი პაუზის შემდეგ, „სელესაოს“ ათიანი და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი დაუბრუნდა. 34 წლის შემტევი შოტლანდიასთან შეხვედრაში 76-ე წუთზე შევიდა და ვეტერანი შოტლანდიელი ფეხბურთელი, კრეიგ ბარლი, რომელიც ამ მატჩს სატელევიზიო ექსპერტის როლში უძღვებოდა, ნეიმარის შეფასებისას ძალიან კრიტიკული იყო:

„როდესაც მოედანზე ნეიმარი გამოჩნდა, ამან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, რადგან ლეგენდა ბოლოს და ბოლოს ნაკრების შემადგენლობას დაუბრუნდა. თუმცა, რომ გახსენდება, ჟოაო პედრო და სხვა კარგი ფეხბურთელები ანჩელოტის განაცხადში ვერ მოხვდნენ და უყურებ ნეიმარის ამჟამინდელ ვერსიას, ხვდები რომ  ეს ემოციურ ფონზე გაკეთებული არჩევანი იყო.

გასაგებია, რომ ბოლო პერიოდში სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა, მაგრამ ის იმდენად ინერტული და შენელებულია, რომ თუ პლეი ოფის სტადიაზე ნეის გამოყენებას აპირებს, კარლიტოს ასეთ შეკითხვას დავუსვამდი, მზად არის კი ვეტერანი ვარსკვლავი შოტლანდიელებზე უფრო ძლიერი ფეხბურთელების წინააღმდეგ სათამაშოდ? კარგია, რომ ანჩელოტის განკარგულებაშია ასევე  ტიაგო, კუნია და ენდრიკი, მაგრამ იმისათვის, რომ ასეთ ტურნირზე შორს წახვიდე, შემადგენლობაში რაც შეიძლება მეტი ისეთი ფეხბურთელი უნდა გყავდეს, რომელთაც განსხვავების შექმნა შეუძლია“.

შეგახსენებთ, რომ ჯალმა სანტოსის, პელესა და კაფუს შემდეგ, ნეიმარი გახდა მეოთხე ბრაზილიელი ფეხბურთელი, რომელმაც ოთხ მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზა. რაც ყველაზე მთავარია, 129 შეხვედრაში გატანილი 79 გოლით ნეი ბრაზილიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაკრებში თამაშის ისეთივე ვნება აქვს, როგორიც პატარა ბიჭს | ანჩელოტი ნეიმარზე
ნაკრებში თამაშის ისეთივე ვნება აქვს, როგორიც პატარა ბიჭს | ანჩელოტი ნეიმარზე