გიორგი კვესელაძე
Aa
Aa

სერიოზული შევსება საფრანგეთიდან - შავი ლომი გაძლიერდა

მსოფლიო რაგბის ხელმძღვანელების მიერ შემოღებული ახალი სანაკრებო დღის წესრიგიდან გამომდინარე, რომლის გამოც საქართველოს ეროვნულ გუნდს პირველი დონის სარაგბო ქვეყნებთან კიდევ უფრო იშვიათად მოუწევს ტესტ-მატჩები, უახლოეს წლებში ქართული საკლუბო რაგბის გაძლიერებამ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა. საკლუბო ვერტიკალის მთავარი დასაყრდენი კი „შავი ლომია“, რომელიც ყოველ წელს ევროპის ჩელენჯ თასზე ასპარეზობს და სულ ახლახანს ჩვენი ქვეყნის პირველმა პროფესიულმა ფრენჩაიზმა ორი კვალიფიციური მორაგბე დაიმატა, რომლებიც საფრანგეთში თამაშობდნენ.

საუბარია გიორგი კვესელაძესა და ვახტანგ ჯინჭარაძე. პირველი მათგანი ბორჯღალოსნების შეუცვლელი წევრია, ხოლო გასული სეზონი PRO D2-ში „გრენობლის“ რიგებში გაატარა. 185 სანტიმეტრი სიმაღლისა და 26 წლის ქართველმა მორაგბემ 17 მატჩიდან სასტარტოში 10 დაიწყო და მოედანზე გატარებულ 972 წუთში თავი 2 ლელოთი გამოიჩინა.

რაც შეეხება ჯინჭარაძეს, ის კვესელაძის მსგავსად 26 წლისაა, 187 სანტიმეტრის მოთამაშე გასულ სეზონში „მონტობანში“, რომელიც TOP 14-დან ქვედა ლიგაში დაქვეითდა, მხოლოდ 7 შეხვედრაში გამოჩნდა, აქედან 2-ჯერ ძირითადში და 286 წუთში 1 ლელო დადო.

შეგახსენებთ, რომ სულ ახლახანს „შავი ლომი“ სამხრეთ აფრიკულ ტურნეზე იმყოფებოდა და  „ტოიოტა ჩელენჯზე“ სამი მატჩი ჩაატარა, საიდანაც ერთი მოიგო, ორში კი დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბოლო 20 წუთში ყველაფერი შეიცვალა - „შავი ლომი“ „ჩიტასთან“ დამარცხდა
ბოლო 20 წუთში ყველაფერი შეიცვალა - „შავი ლომი“ „ჩიტასთან“ დამარცხდა