ოთარ გიორგაძე, კონსტანტინე მიქაუტაძე, გურამ გოგიჩაშვილი, პიერ-ანრი ბრონკანი
Aa
Aa

ბრონკანის პირველი შემადგენლობა - ბორჯღალოსნები ერთა თასისთვის მოემზადებიან

მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის საქართველოს ეროვნული გუნდის გაფართოებული 40-კაციანი შემადგენლობა ცნობილია. ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, პიერ-ანრი ბრონკანმა „ბრივში“ საკლუბო სეზონი დაასრულა, ბორჯღალოსნებს შეუერთდა და მისთვის სადებიუტო ტურნირი სწორედ ეს იქნება.

ფრანგმა სპეციალისტმა 24 - შერკინების და 16 ხაზის მოთამაშე გამოიძახა, სადაც მთავარი სიახლე გარკვეული პაუზის შემდეგ ნაკრებში გურამ გოგიჩაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძის და ოთარ გიორგაძის დაბრუნებაა. საბა ფესვიანიძის (ბურგან ჟალიე), რატი ზაზაძის (ნევერი), გიორგი სინაურიძის (შავი ლომი), დავით იმნაძის (წიქარა), ხვიჩა ჯგერენაიას (ტიმიშოარა) და რომა მახათაძის (შავი ლომი) სახით კი, ექვსი დებიუტანტია.

საქართველოს ნაკრები

შენიშვნა: პირველად წერია კლუბი რომელშიც მოთამაშე ამჟამად თამაშობს, მეორედ - აღმზრდელი კლუბი

პირველი ხაზი: გიორგი ახალაძე (კლერმონი, ბაღდათის ‘დათვები’), გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, ხაშურის ‘ლეგიონი’), ნიკა აბულაძე (მონპელიე, ბოლნისის ‘ყოჩები’), ნიკოლოზ სუთიძე (ლა როშელი, თბილისის ‘ლელო’), ლუკა პეტრიაშვილი (ნევერი, თბილისის ‘ხვამლი’), ვახტანგ ჯინჭარაძე (შავი ლომი, ჩოხატაურის ‘ღონე’), ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი, თბილისის ‘ლელო’), ბაჩუკი ჭუმბაძე (ექსეთერი, თბილისის ‘ხულიგანა’), გიორგი პერტაია (გრენობლი, თბილისის ‘ლელო’);

მეორე ხაზი: ლადო ჩაჩანიძე (მონ დე მარსანი, თბილისის ‘ლელო’), მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი, ქუთაისის ‘აია’), კოტე მიქაუტაძე (ბრივი, მარნეულის ‘არმაზი’), გიორგი ჯავახია (ტულონი, ფოთის ‘კოლხი რაინდები’), საბა ფესვიანიძე (ბურგუენი, თბილისის ‘აკადემია’), თემურ წულუკიძე (ოიონა, კიკეთის ‘იუნკერები’);

მესამე ხაზი: ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი, თბილისის ‘წიქარა’), ილია სპანდერაშვილი (ვალანსი, თბილისის ‘არმია’), თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი, თბილისის ‘ხულიგანა’), იოანე იაშაღაშვილი (მონ დე მარსანი, კიკეთის ‘იუნკერები’), რატი ზაზაძე (ნევერი, მარნეულის ‘არმაზი’), ბექა შვანგირაძე (ლიონი, ქუთაისის ‘აია’), ანდრო დვალი (პერპინიანი, თბილისის ‘ლელო’), ოთარ გიორგაძე (შავი ლომი, ქუთაისის ‘აია’), გიორგი სინაურიძე (შავი ლომი, ქუთაისის ‘აია’);

ჰავბეკი: ვასილ ლობჟანიძე (ოიონა, მარნეულის ‘არმაზი’), მიხეილ ალანია (ვანი, თბილისის ‘ჩოხოსნები’), თენგიზ პერანიძე (შავი ლომი, მარნეულის ‘არმაზი’);

მგეზავი: თედო აბჟანდაძე (ორიაკი, ქუთაისის ‘აია’), ლუკა მატკავა (ოიონა, ფოთის ‘კოლხი რაინდები’), დავით იმნაძე (წიქარა, კიკეთის ‘იუნკერები’);

ცენტრი: გიორგი კვესელაძე (შავი ლომი, კიკეთის ‘იუნკერები’), გიორგი შველიძე (ბრივი, ‘მონტბეტონი’ საფრანგეთი), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი, თბილისის ‘ლელო’), გიორგი ხაინდრავა (ბორდო, თბილისის ‘ლელო’), ხვიჩა ჯგერენაია (ტიმიშუარა, ‘კრედო 63’ უკრაინა);

ფრთა: აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, თბილისის ‘ლელო’), რომა მახათაძე (შავი ლომი, ბოლნისის ‘ყოჩები’), შალვა აფციაური (შავი ლომი, თბილისის ‘ლელო’);

ფულბეკი: დავით ნინიაშვილი (ლა როშელი, თბილისის ‘ხვამლი’), ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი, თბილისის ‘ლელო’).

ცნობისათვის, ბრონკანის დებიუტი 4 ივლისს, მონტევიდეოში ურუგვაის ნაკრებთან შედგება, 11 ივლისს ქართველი მორაგბეები ჩილეში სამოას ეროვნულ გუნდთან ითამაშებენ, ხოლო სამხრეთ ამერიკულ ტურნეს 18 ივლისს ჩილელებთან მატჩით დაასრულებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძე ბრივს დაეხმარა - პეტრიაშვილი-ფხაკაძის სასარგებლო დუეტი
მიქაუტაძე ბრივს დაეხმარა - პეტრიაშვილი-ფხაკაძის სასარგებლო დუეტი